ავტორი:

"1-ელი ოქტომბერი. ჩვენი დროშა ჩვენს მიწაზე" - უკრაინელებმა ქალაქ ლიმანის შესასვლელთან უკრაინის დროშა აღმართეს: რა ვიდეო ვრცელდება სოცქსელში?

"1-ელი ოქტომბერი. ჩვენი დროშა ჩვენს მიწაზე" - უკრაინელებმა ქალაქ ლიმანის შესასვლელთან უკრაინის დროშა აღმართეს: რა ვიდეო ვრცელდება სოცქსელში?

უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ ლიმანის შესასვლელთან უკრაინის დროშა აღმართეს. ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

"1-ელი ოქტომბერი. ჩვენი დროშა ჩვენს მიწაზე აღვმართეთ. ლიმანი!" - აცხადებს ერთ-ერთი ჯარისკაცი.

  • ამასთან, უკრაინის აღმოსავლეთის სარდლობის ინფორმაციით, "სტაბილიზაციის ზომები“ მიმდინარეობს, რომ ქალაქში დისლოცირებული 5 000-ზე მეტი რუსი სამხედრო ალყაშია მოქცეული.

"ალყაში მოქცეული ჯარისკაცების რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს მსხვერპლის და იმ ფაქტის გამო, რომ ზოგიერთმა ჯარისკაცმა თავის დაღწევა მოახერხოს" - აღნიშნავს აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის წარმომადგენელი სერჰი ჩერევატი.

ამასთან, ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერჰი გაიდაის ინფორმაციით, რუსეთის სარდლობამ თავის ჯარისკაცებს უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ გარშემორტყმული ლიმანის დატოვების უფლება არ მისცა.

„ლიმანში დისლოცირებულმა სამხედროებმა მიმართეს მათ ხელმძღვანელობას ქალაქის დატოვების თხოვნით, მაგრამ უარი მიიღეს. რუსეთის ფედერაციის 5000-ზე მეტი სამხედრო ალყაშია“, - აღნიშნა გაიდაიმ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ლიმანის მახლობლად ხუთი დასახლება: იამპოლი, ნოვოსელოვკა, შანდრიგოლოვო, დრობიშევო და სტავკი გაათავისუფლეს.

ნახეთ ვიდეო:

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="uk" dir="ltr">Захисники показали перше відео з Лимана: на в’їзді – український прапор <a href="https://t.co/Fg4aine7Kn">https://t.co/Fg4aine7Kn</a> <a href="https://t.co/lDZN3ctVLN">pic.twitter.com/lDZN3ctVLN</a></p>&mdash; Українська правда ✌️ (@ukrpravda_news) <a href="https://twitter.com/ukrpravda_news/status/1576158360109711361?ref_src=twsrc%5Etfw">October 1, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>