ავტორი:

ხვიჩა კვარაცხელიას მე-5 გოლი სერია A-ში - ქართველმა ფეხბურთელმა "ტორინოსაც" გაუტანა

ხვიჩა კვარაცხელიას მე-5 გოლი სერია A-ში - ქართველმა ფეხბურთელმა "ტორინოსაც" გაუტანა

იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში "ნაპოლი" "ტორინოს" მასპინძლობს. ნეაპოლელების შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაშია. სწორედ ამიტომ ქართველი გულშემატკივარი მატჩს განსაკუთრებული ინტერესით ელოდება.

ლუჩანო სპალეტის გუნდი ლიდერის პოზიციის შენარჩუნებას ცდილობს. ნეაპოლელები სერია A-ს ლიდერობას ბერგამოს ატალანტასთან ერთად იყოფენ 17-17 ქულით.

პირველივე ტაიმი "ნაპოლელების" ლიდერობით მიმდინარეობს. მატჩის დაწყებიდან მალევე, 15 წუთში "ტორინოს" კარში ორი გოლი ანგისამ გაიტანა, 37-ე წუთზე კი ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში რიგით მე-5 გოლის გატანა მოახერხა და ანგარიში 3:0 გახდა, "ნაპოლელების"სასარგებლოდ.

ნახეთ ვიდეო: