ავტორი:

"ჯარები გაყვანილია დასახლებული პუნქტიდან" - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ლიმანის დატოვებას ადასტურებს

"ჯარები გაყვანილია დასახლებული პუნქტიდან" - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ლიმანის დატოვებას ადასტურებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ლიმანის დატოვების შესახებ აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" რუსეთის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ალყაში მოქცევის საფრთხის შექმნასთან დაკავშირებით, მოკავშირეთა ჯარები გაყვანილია კრასნი ლიმანის დასახლებული პუნქტიდან”, - წერს “რია ნოვოსტი” რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

ცნობისთვის, მანამდე უკრაინის აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე ლიმანში არიან და “მიმდინარეობს ბრძოლები”.

ნახეთ ასევე: