ავტორი:

"რომ მცოდნოდა, რამდენი მოღალატეა მიხეილის ირგვლივ, მხარს არ დავუჭერდი მის გადაწყვეტილებას საქართველოში დაბრუნების შესახებ" - ლიზა იასკო

"რომ მცოდნოდა, რამდენი მოღალატეა მიხეილის ირგვლივ, მხარს არ დავუჭერდი მის გადაწყვეტილებას საქართველოში დაბრუნების შესახებ" - ლიზა იასკო

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე ერთი წელია პატიმრობაშია. აღნიშნულთან დაკავშირებით სააკაშვილის უკრაინელი მეუღლე ლიზა იასკო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. იასკო წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის გარშემო ბევრი მოღალატეა და რომ მისი მთავარი შეცდომა ადამიანების მიმართ უსაზღვრო ნდობაა.

"პირველი ოქტომბერი ჩემთვის საშინელი დღეა. ერთი წელი გავიდა მას ჩემდეგ რაც ჩემი ძვირფასი მამაკაცი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პოლიტპატიმარია. მაშინ რომ მცოდნოდა, რამდენი მოღალატეა მის ირგვლივ, მხარს არ დავუჭერდი მის გადაწყვეტილებას საქართველოში დაბრუნების შესახებ.

  • მაშინ მოვიწონე რომანტიკული იდეა - მხარი დაეჭირა თავისი ხალხისთვის. ძალიან ცოტა ადამიანს, ან არავის სჯერა, რომ მიხეილს ნამდვილად მცირედი პოლიტიკური ამბიციები აქვს. ის აღიქმება როგორც მხოლოდ პოლიტიკოსი და არა როგორც უბრალოდ ადამიანი.

მას გული სტკიოდა ქვეყნისა და ხალხის გამო, სჯეროდა, თავისი ისტორიული როლის - გაეკეთებინა ყველაფერი საქართველოსა და უკრაინის წარმატებისთვის.

უკვე ერთი წელია ის ვერ ხედავს სამყაროს რეალურ სურათს. არ აქვს ინტერნეტი, ტელეფონი. ინფორმაციის წყარო მისთვის ტელევიზორია, რომელიც რამდენიმე არხს აჩვენებს და კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც მასთან შედიან.

  • ერთადერთი, რაც მას აქვს, არის აბსოლუტური რწმენა უკრაინის. როდესაც წერილებს მიგზავნის უკრაინულად დაწერილს, ხშირად ვტირი. ის ხშირად ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმოუდგენელია და რომ ისინი ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის.

ნეტავ, არ გაეკეთებინა ის, რაც ერთი წლის წინ გააკეთა (არ იცოდა რა ელოდა, არ იცოდა, რომ თითქმის დახმარების გარეშე დარჩებოდა). მაგრამ რაც მოხდა საშინელება იყო.

  • შეცდომა დაუშვა მიხეილმა? - მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი - მისი ყველაზე დიდი შეცდომა ადამიანების ნდობაა. რაღაც აბსოლუტური ნდობა, ცუდი ადამიანების მიმართაც.

აუცილებლად დაისჯება ის, ვინც მას ეს გაუკეთა. ის შეცდომაში შეიყვანეს, რადგან იცოდნენ რომ ძალიან კეთილი და მიმნდობია.

მე ვიცავდი მას და დავიცავ", - წერს ლიზა იასკო.