ავტორი:

"დიახ, ეს ავარია ჩვენ შეგვემთხვა... წამიერად გავითიშე" - რას წერს ზუგდიდში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე ქალი, რომელიც მანქანას მართავდა

"დიახ, ეს ავარია  ჩვენ შეგვემთხვა... წამიერად გავითიშე" - რას წერს ზუგდიდში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე ქალი, რომელიც მანქანას მართავდა

30 სექტემბერს, ზუგდიდში, სოფელ კორცხელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის ამსახველი კადრები კი სოციალურ ქსელში გავრცელდა. ავტომობილი ხეს შეეჯახა. მას ცირა ლუკავა მართავდა და მანქანაში ასევე იყო ცირას ორი შვილი. საბედნიეროდ, ავტოსაგზაო შემთხვევას ყველა უვნებლად გადაურჩა.

მომხდარის შესახებ ცირა ლუკავა სოციალურ ქსელში წერს.

"დიახ, ეს საბედისწერო ავტოსაგზაო შემთხვევა ჩვენ შეგვემთხვა. მადლობა უფალს და ღვთისმშობელს დაგვიფარეს და დაიფარეს ჩემი ბიჭები. მადლობა ყველას ვისაც გეტკინათ და გუთან ახლოს მიიტანეთ. ხოლო თქვენ ვინც ამ თემაზე ღლიცინებთ, გეტყოდით, არასდროს გამოგაცდევინოთ ღმერთმა ეს მომენტი. ვინც მიცნობს, იციან როგორი დაუღალავი ადამიანი ვარ და რა არანორმალური გრაფიკით ვცხოვრობ.

რამდენიმე დღის ნათევი ვიყავი და წამიერად გავითიშე. ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას, ნუ განიკითხავთ და ნუ განსკით ადამიანს, როცა იცით რომ არც ერთი თქვენგანი არაა დაზღვეული ამ სიტუაციისგან. მიყვარხართ ყველა და კიდევ ერთხელ მადლობა ყველას", - აღნიშნავს ლუკავა.