ავტორი:

შსს-მ ეროვნული ნაკრების წევრების და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების მიმართ სავარაუდოდ, მუქარის შემცველი განცხადებების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ ეროვნული ნაკრების წევრების და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების მიმართ სავარაუდოდ, მუქარის შემცველი განცხადებების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებამ ერთ-ერთი მედიასაშუალების საინფორმაციო გადაცემაში გასული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც საუბარი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების მიმართ მუქარის შემცველი შინაარსის გზავნილებს ეხებოდა, გამოძიება დაიწყო.

"წარსულში ნასამართლევი პირის - ნ.ნ.-ის მიერ განხორციელებული, სავარაუდოდ, მუქარის შემცველი განცხადებების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფომაციაში.

ცნობისთვის, "შაბათის ფორმულამ" გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც ისმის, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრებს სიცოცხლის მოსპობითა და ცემით ემუქრებიან. "ფორმულას" ინფორმაციით, აუდიოჩანაწერში ისმის 32 წლის ნოდარ ნიშნიანიძის მუქარა, რომელიც უკმაყოფილოა იმის გამო, რომ "ერთა ლიგის" მატჩში, როცა საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონიას 2:0 მოუგო, ძირითად შემადგენლობაში ვაკო ყაზაიშვილი ვერ მოხვდა. ცნობისთვის ნიშნიანიძე ვაკო ყაზაიშვილის ცოლის ძმაა.