ავტორი:

"პირველ ოქტომბერს აღვნიშნეთ 10 წლის იუბილე, მას შემდეგ, რაც ჩვენი პარტია მოვიდა ხელისუფლებაში, ამ დღის შემდეგ უპრეცედენტოდ სტაბილური განვითარების პერიოდი დადგა ქვეყანაში" - პრემიერი

"პირველ ოქტომბერს აღვნიშნეთ 10 წლის იუბილე, მას შემდეგ, რაც ჩვენი პარტია მოვიდა ხელისუფლებაში, ამ დღის შემდეგ უპრეცედენტოდ სტაბილური განვითარების პერიოდი დადგა ქვეყანაში" - პრემიერი

გუშინ, პირველ ოქტომბერს აღვნიშნეთ 10 წლის იუბილე, მას შემდეგ რაც ჩვენი მმართველი პარტია მოვიდა ხელისუფლებაში. ამ დღის შემდეგ უპრეცედენტოდ, უწყვეტი, მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პერიოდი დადგა ჩვენს ქვეყანაში - ჩვენ დღეს გვჭირდება სწორედ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "თბილისობა 2022“-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავარ ოცნებას და მიზანს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება წარმოადგენს, რისთვისაც ხელისუფლება კიდევ უფრო მეტს გააკეთებს.

"ჩვენს ხალხს სჭირდება მეტი კეთილდღეობა, რისთვისაც კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ, რომ ჩვენი მთავარი ოცნება და მიზანი - ჩვენი ქვეყნის გამთლიანება იყოს მიღწეული და შესრულებული.

ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი დროებით ოკუპირებულია, მაგრამ მჯერა, რომ საქართველო გაერთიანდება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.