ავტორი:

ილონ მასკის "მშვიდობის გეგმა" - მილიარდერის სკანდალური განცხადება უკრაინაზე, ზელენსკის პასუხი და გამოხმაურებები სოციალური ქსელიდან

ილონ მასკის "მშვიდობის გეგმა" - მილიარდერის სკანდალური განცხადება უკრაინაზე, ზელენსკის პასუხი და გამოხმაურებები სოციალური ქსელიდან

Tesla-სა და Space X-ის დამფუძნებელი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი, მილიარდერი ილონ მასკი უკრაინელთა და დასავლური სამყაროს დიდი ნაწილის კრიტიკის ობიექტია. მიზეზი კი მასკის მიერ "ტვიტერზე“ უკრაინის შესახებ გამოქვეყნებული "ტვიტია."

• რა დაწერა მასკმა?

ილონ მასკმა წარმოადგინა ერთგვარი გეგმა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად. მან საზოგადოებას შესთავაზა რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში არჩევნების ჩატარება გაეროს ზედამხედველობით ქვეშ და აღნიშნა, რომ თუ ხალხის ნება იქნება, მაშინ რუსეთმა უნდა დატოვოს ეს რეგიონები.

"მშვიდობა უკრაინასა და რუსეთს.

- ხელახლა ჩატარდეს ანექსირებულ რეგიონებში არჩევნები გაეროს ზედამხედველობით. და თუ ხალხის ნება იქნება, რუსეთი წავიდეს.

- ყირიმი ფორმალურად რუსეთის ნაწილია, როგორც ეს იყო 1783 წლის შემდეგ (ხრუშჩოვის შეცდომამდე).

- ყირიმის წყალმომარაგება უზრუნველყოფილია.

- უკრაინული ნეიტრალური რჩება", - დაწერა მასკმა.

ის ასევე ატარებს გამოკითხვას და არკვევს, თუ რამდენი ადამიანი ეთანხმება მის მოსაზრებას და რამდენი - არა.

Ukraine-Russia Peace:

- Redo elections of annexed regions under UN supervision. Russia leaves if that is will of the people.

- Crimea formally part of Russia, as it has been since 1783 (until Khrushchev’s mistake).

- Water supply to Crimea assured.

- Ukraine remains neutral.
— Elon Musk (@elonmusk) October 3, 2022

• ვოლოდიმირ ზელენსკისა და სხვა უკრაინელ პოლიტიკოსთა პასუხი:

ილონ მასკის ამ პოსტს პირველ რიგში, უკრაინელთა მხრიდან მოჰყვა მკაცრი, კრიტიკული გამოხმაურებები. მასკს უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკიმ თვითონაც გამოაქვეყნა გამოკითხვა:

"თქვენ რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ?

ის, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას

ის, რომელიც მხარს უჭერს რუსეთს", - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე..

Which @elonmusk do you like more?
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) October 3, 2022

უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწემ, მიხაილო პოდოლიაკმა მასკს "უკეთესი სამშვიდობო გეგმა“ შესთავაზა, რომლის მიხედვითაც, უკრაინა იბრუნებს თავის ტერიტორიებს, ყირიმის ჩათვლით. რუსეთი დემილიტარიზებულია, აღარ აქვს ბირთვული იარაღი, ხოლო სამხედრო დამნაშავეები საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე აგებენ პასუხს.

მასკის განცხადების შესახებ მკვეთრი რეაქცია ჰქონდა უკრაინის ელჩს გერმანიაში, ანდრეი მელნიკს.

• "წადი შენი... ეს ჩემი ძალიან დიპლომატიური პასუხია თქვენდამი“, - დაწერა მელნიკმა "ტვიტერზე."

ილონ მასკს გამოეხმაურნენ ევროპელი ლიდერებიც:

"ძვირფასო ილონ, როდესაც ვინმე ცდილობს თქვენი "ტესლას“ საბურავების მოპარვას, ეს მას არ აქცევს მანქანის, ან საბურავების კანონიერ მფლობელად“, - წერს ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა.

აღსანიშნავია, რომ მასკმა კიდევ ერთი ტვიტი გამოაქვეყნა, რომელიც თავდაპირველად გამოქვეყნებული მოსაზრების ერთგვარი გაგრძელებაა:

"მოდით ვცადოთ ეს, დონბასსა და ყირიმში მცხოვრები ხალხის ნებამ გადაწყვიტოს, ისინი რუსეთის ნაწილი იქნებიან, თუ უკრაინის.“ მასკი განმარტავს, რომ მას არ აღელვებს, თუ არაპოპულარულ მოსაზრებას წერს და დასძენს, რომ "მილიონობით ადამიანი შეიძლება უაზროდ მოკვდეს“ და ეს საკითხია ახლა მნიშვნელოვანი.