ავტორი:

"ქართული ოცნების" 30 წლის დეპუტატის გზა სასამართლოდან პოლიტიკაში - რა ქონებას ფლობს ნინო ვარდოსანიძე: ახალგაზრდა პოლიტიკოსის პირადი ფოტოები

"ქართული ოცნების" 30 წლის დეპუტატის გზა სასამართლოდან პოლიტიკაში - რა ქონებას ფლობს ნინო ვარდოსანიძე: ახალგაზრდა პოლიტიკოსის პირადი ფოტოები

"ქართული ოცნების" 30 წლის დეპუტატი ნინო ვარდოსანიძე პოლიტიკაში სასამართლოდან მოვიდა. ახალგაზრდა დეპუტატი ამჟამად საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის პოსტს იკავებს.

ნინო ვარდოსანიძე პროფესიით იურისტი, სამართლის მაგისტრია. მის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ სამუშაო გამოცდილება 2015 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში სტაჟიორის პოზიციიდან დაიწყო. 2016 წელს კი ''ქართული ოცნების'' აღმასრულებელი მდივნის თანაშემწის პოსტი ჩაიბარა.

2019 წლიდან ვარდოსანიძე მაშინდელი პარლამენტის თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის კაბინეტის უფროსის მოადგილე გახდა, შემდეგ - საქართველოს დელეგაციის მდივანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი და დეპუტატობამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის კაბინეტის უფროსი გახლდათ.

ნინო ვარდოსანიძის დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ ცხოვრობს მშობლებთან და დებთან, მარიამთან და ქეთევანთან ერთად.

მამას 2007 წელს მემკვიდრეობით გადაეცა 209.3 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი თბილისში, ნიკოლაძის ქუჩაზე... 2017 წელს ვარდოსანიძეების ოჯახმა 12 ათას დოლარად დუშეთის რაიონ, სოფელ ქვემო მლაშეში, 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შეიძინა.

დეკლარაციის შევსების დროს ნინო ვარდოსანიძეს თიბისი ბანკის სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 6856,01 ლარი, დანაზოგის სახით კი 8 ათასი ლარი.

ნინო ვარდოსანიძემ საქართველოს პარლამენტის აპარატში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის სამდივნოს უფროსის პოსტზე ერთ კალენდარულ წელში სარგოს სახით 32 055,14 ლარი მიიღო.

საკრებულოს აპარატში კომისიის თავმჯდომარის პოსტზე კი ერთ თვეში 2908,38 ლარი აქვს მითითებული.

ალექსანდრე ვარდოსანიძე შპს "მმბ" ფინანსური დირექტორია და 2021 წელს შემოსავლის სახით 47 500 მიიღო. დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ 2021 წელს ალექსანდრე ვარდოსანიძემ შვილის ქორწილის ხარჯის სახით 11 000 ლარი გაიღო.

როგორც დეკლარაციიდან ჩანს, ნინო ვარდოსანიძე დაოჯახებული არ არის. ის წლებია რაც „ქართული ოცნების“ ერთგული კადრია და სოციალურ ქსელში უამრავ ფოტოს ნახავთ, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებებზე მმართველი პარტიის წევრებთან ერთად აქვს გადაღებული. ახალგაზრდა დეპუტატი მედიაში აქტიურობით არ გამოირჩევა. უყვარს მოგზაურობა და ფოტოგადაღებები.