ავტორი:

"პიტი შვილს ახრჩობდა, მეორე ბავშვს სახეში გაარტყა, პატარები ტიროდნენ" - მედია ანჯელინა ჯოლის, ბრედ პიტსა და მათ შვილებს შორის 2016 წელს მომხდარ დაპირისპირებაზე წერს

"პიტი შვილს ახრჩობდა, მეორე ბავშვს სახეში გაარტყა, პატარები ტიროდნენ" - მედია ანჯელინა ჯოლის, ბრედ პიტსა და მათ შვილებს შორის 2016 წელს მომხდარ დაპირისპირებაზე წერს

უკვე თვეებია, რაც ყოფილ ცოლ-ქმარს, ჰოლივუდის ვარსკვლავებს, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლო დავა მათ საერთო ქონებას საფრანგეთში, Château Miraval-ს ეხება. საქმის მასალებში წყვილის კონფლიქტის დეტალებია აღწერილი.

ანჯელინა ჯოლის სარჩელში, რომელიც გამოცემა Variety-მ მოიპოვა, მსახიობის იურიდიული გუნდი მიუთითებს ყოფილ მეუღლეებს შორის კონფლიქტის ისეთ დეტალებზე, რაც საზოგადოებისთვის აქამდე ცნობილი არ ყოფილა.

საქმე ეხება სავარაუდო შელაპარაკებას, რომელიც პიტს, ჯოლისა და მათ შვილებს შორის თვითმფირნავში, 2016 წელს მოხდა.

  • სარჩელის თანახმად, ჩხუბის დროს "ბრედ პიტმა ერთ-ერთ ბავშვს კისერში ხელი წაუჭირა და ახრჩობდა, ხოლო მეორეს სახეში გაარტყა, ჯოლის თავში მოჰკიდა ხელები და შეანჯღრია.“

ანჯელინა ჯოლის ადვოკატი ამბობს, რომ წყვილის ჩხუბი თვითმფრინავის სააბაზანოში დაიწყო. კონფლიქტი კი იმას მოჰყვა, რომ ბრედი ყოფილ ცოლს ბავშვების მიმართ ზედმეტად კარგად მოქცევაში ადანაშაულებდა.

"პიტმა ჯოლის თავზე მოჰკიდა ხელები, შეანჯღრია, შემდეგ კი კედელზე მიანარცხა“, - ნათქვამია მასალებში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ბავშვების მიმართ ფიზიკურად ძალადობა ბრედმა მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ დედის დაცვა სცადეს.

"ბავშვები სიმამაცეს იჩენდნენ და ისინი დედისა და ერთმანეთის დაცვას ცდილობდნენ. ანჯელინამ ამ დაპირისპირების დროს ფიზიკური დაზიანებები მიიღო. სანამ ყველაფერი დასრულდებოდა, პიტი ერთ-ერთი შვილის დახრჩობას ცდილობდა, ერთს ხელი დაარტყა. ზოგიერთი ბავშვი ევედრებოდა მამას, გაჩერებულიყო, ყველა შეშინებული იყო, პატარები ტიროდნენ“, - აღწერილია სარჩელში მომხდარი ინციდენტი.

ცნობისთვის, ბრედ პიტსა და ანჯელინა ჯოლის 6 შვილი ჰყავთ. ბრანჯელინა ერთმანეთს 2019 წელს დაშორდა. ჯოლიმ მაშინ თქვა, რომ შვილების უსაფრთხოებისთვის ასე უკეთესი იყო. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ბრედ პიტი ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული და ხშირად აგრესიულად იქცეოდა.