ავტორი:

"იფ, რა სჯობს ტაქსის ფანჯრიდან დანახულ გადატენილ ავტობუსებს" - თალაკვაძის პოსტმა ინტერნეტ მომხმარებლები გაამხიარულა: სახალისო გამოხმაურებები პოლიტიკოსის ფოტოზე

"იფ, რა სჯობს ტაქსის ფანჯრიდან დანახულ გადატენილ ავტობუსებს" - თალაკვაძის პოსტმა ინტერნეტ მომხმარებლები გაამხიარულა: სახალისო გამოხმაურებები პოლიტიკოსის ფოტოზე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ის სავარაუდოდ, მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძელზე ზის. ფოტოს კი თალაკვაძემ ასეთი აღწერა დაურთო:

"თბილისში კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტია."

მოგვიანებით, თალაკვაძემ პოსტში შესწორება შეიტანა და დაამატა ჰეშთეგი #Tbilisitaxi, რითაც საზოგადოებას მიანიშნა, რომ ფოტო ტაქსიშია გადაღებული.

  • ბევრისთვის თალაკვაძის პოსტი ირონიული აღმოჩნდა, თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული სიტუაციის ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანების დიდი ნაწილი ჩივის ავტობუსებსა თუ მეტროში ხალხმრავლობასა და ზოგადად, დედაქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით არსებულ პრობლემებზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტს სოციალურ ქსელში არაერთი კომენტარი და ფოტოშარჟი მოჰყვა:

"იფ, რა სჯობს ტაქსის ფანჯრიდან დანახულ გადატენილ ავტობუსებს."

"რა ნომერ ავტობუსში ხართ ბატონო არჩილ?"

"ბ-ნ არჩილ ვერ ვიცანი, ავტობუსით გადაადგილდებით თუ მეტროთი? ან იქნებ რამე ახალია ქალაქში და გამომრჩა?"

"რომელი ნომერი ავტობუსია?"

"არჩილი მაგარი გვყავს"

"არჩილ, სედანის უკანა სავარძლიდან?!" - წერენ ფოტოს კომენტარებში.

"თბილისს კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი აქვს", - წერს სოციალურ ქსელში ნიკუშა ფარულავა და შემდეგ ფოტოს გვიზიარებს:

თალაკვაძის პოსტს "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ასე გამოეხმაურა:

გადავხედოთ, სხვა ფოტოებსაც იმის "დასტურად", რომ თბილისს კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი აქვს: