ავტორი:

"მსოფლიოში ნომერ პირველ პატრიოტს, რომელმაც რუსეთი ყველაზე ძლიერ ძალად აქცია, ვულოცავ დაბადების დღეს" - კადიროვი პუტინს

"მსოფლიოში ნომერ პირველ პატრიოტს, რომელმაც რუსეთი ყველაზე ძლიერ ძალად აქცია, ვულოცავ დაბადების დღეს" - კადიროვი პუტინს

რუსეთის პრეზიდენტი დღეს იუბილარია. 70 წლის ვლადიმერ პუტინს მისი მეხოტბე, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი სოციალური ქსელის მეშვეობით ულოცავს.

"დღეს ჩვენი ეროვნული ლიდერი, ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და გამორჩეული პიროვნება, მსოფლიოში ნომერ პირველი პატრიოტი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ ვლადიმროვიჩ პუტინი 70 წლის ხდება!

განსაკუთრებული სითბოთი და ენთუზიაზმით ვხვდებით ამ მნიშვნელოვან თარიღს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩეჩენი ხალხის ბედში. რეგიონისთვის ყველაზე რთულ დროს, მან მტკიცედ დაუჭირა მხარი ჩვენი პირველი პრეზიდენტის, რუსეთის გმირის ახმატ-ხაჯი კადიროვის კურსს, გადაარჩინა რესპუბლიკა, ნანგრევებიდან აღადგინა... ⠀

სწორედ ვლადიმირ პუტინმა ახმატ-ხაჯი კადიროვთან ერთად მისცა ჩვენს ხალხს მომავლის არჩევის უფლება. ამ უფლების რეალიზებამ 2003 წელს საყოველთაო რეფერენდუმის დროს საშუალება მოგვცა სამუდამოდ გავმხდარიყავით დიდი რუსეთის ნაწილი, მივაღწიოთ მდგრად განვითარებას და კეთილდღეობას. ამიტომ მთელი ჩეჩენი ხალხი ერთხმად უჭერს მხარს ვლადიმირ პუტინის როგორც შიდა პოლიტიკურ, ასევე საერთაშორისო კურსს.

ის სათავეში ჩაუდგა ღრმა ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისში მყოფ ქვეყანას, მან მოახერხა უმოკლეს დროში გადაეჭრა სახელმწიფოს ძირითადი პრობლემები და რუსეთი გადაექცია ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მსოფლიო ძალად. დღეს ვერც კოლექტიური დასავლეთი და ვერც ევროპა და მით უმეტეს, უკრაინა ვერ შეედავება ამ აშკარა და უდავო ფაქტს. და ასე იქნება ყოველთვის!

პუტინმა შეცვალა რუსეთის მსოფლიო პოზიცია და აიძულა ჩვენი დიდი სახელმწიფოს პოზიცია გაეთვალისწინებინა! ჩემი სახელით და მთელი ჩეჩენი ხალხის სახელით გულწრფელად ვულოცავ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს 70 წლის იუბილეს! ვუსურვებ მას ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და წარმატებებს ჩვენს დიდ სამშობლოს - რუსეთს ემსახუროს!" - წერს კადიროვი.