ავტორი:

"ასეთი ტკივილი დიდი ხანია არ მიგრძვნია!" "კაცი სიკეთე და სიყვარული" - რას წერენ გიორგი უშიკიშვილი და დავით არჩვაძე თერჯოლის მერის შესახებ, რომელიც ავტოავარიას ემსხვერპლა

"ასეთი ტკივილი დიდი ხანია არ მიგრძვნია!" "კაცი სიკეთე და სიყვარული" - რას წერენ გიორგი უშიკიშვილი და დავით არჩვაძე თერჯოლის მერის შესახებ, რომელიც ავტოავარიას ემსხვერპლა

თერჯოლის მერი ლაშა გოგიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში მას მუსიკოსები, გიორგი უშიკიშვილი და დავით არჩვაძე იხსენებენ:

  • როგორც გიორგი უშიკიშვილი წერს, ის ლაშა გოგიაშვილს დიდი ხანია იცნობდა და ერთად ბევრი სიხარული და ტკივილი გაუვლიათ.

"მრავალი წელი ერთად ვიყავით, ბევრი სიხარული და ტკივილი გაგვივლია ერთად! ასეთი დიდი ტკივილი დიდი ხანია არ მიგრძვნია! ამ ყველაფერს ვწერ და ძალიან მიჭირს დაჯერება რომ ვერასდროს ვეღარ შევხდებით და ვერ გავიგებ შენს ხმას", - წერს უშიკიშვილი.

  • დავით არჩვაძე კი წერს, რომ გოგიაშვილი სიკეთითა და სიყვარულით სავსე ადამიანი იყო:

"უკვე გაუსაძლისია ასეთი ადამიანების დაკარგვა ლაშა გოგიაშვილი კაცი სიკეთე და სიყვარული", - წერს არჩვაძე.

ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა თერჯოლის სოფელ სეფარეთის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ლაშა გოგიაშვილი მოტოციკლით გადაადგილდებოდა. არსებული ინფორმაციით, მერის მოტოციკლი ტრაილერს შეეჯახა. ლაშა გოგიაშვილი ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.