ავტორი:

"ვნახე ზოგიერთი სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ვითომდა ჩემი რექტორად დანიშვნასთან დაკავშირებით, ეს არის დეზინფორმაცია" - რას წერს ჯაბა სამუშია

"ვნახე ზოგიერთი სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ვითომდა ჩემი რექტორად დანიშვნასთან დაკავშირებით, ეს არის დეზინფორმაცია" - რას წერს ჯაბა სამუშია

თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძე თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მან აკადემიურ საბჭოს რექტორის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე უკვე მიმართა.

აღნიშუნული ცნობის გავრცელების შემდეგ, სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს გიორგი შერვაშიძეს თანამდებობაზე ჯაბა სამუშია შეცვლის, რასაც თავად სამუშია კატეგორიულად უარყოფს.

"მეგობრებო, მთელი დღე გზაში ვარ და მხოლოდ ეხლა ვნახე ზოგიერთი სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ვითომდა ჩემი რექტორად დანიშვნასთან დაკავშირებით. არაფერი მსგავსი არ მომხდარა და ეს არის რამდენიმე სააგენტოს მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია. გასაგებია რასაც ისახავენ მიზნად, მაგრამ, ამჯერად, ამაზე არ გავამახვილებ ყურადღებას. ვწუხვარ, რომ ბევრმა ეს ინფორმაცია სანდოდ მიიღო. თსუ-ს წესდება არეგულირებს არჩევნების წესს და არავინ არავის არ ნიშნავს. ამასთანავე, დღეისათვის უნივერსიტეტს ჰყავს რექტორი და ახლის არჩევა, მხოლოდ რამდენიმე კვირაში იგეგმება. ყველამ პატივი უნდა ვცეთ თსუ-ს ტრადიციას." - წერს "ფეისბუქში" სამუშია.

ასევე იხილეთ: