ავტორი:

როგორ გამოიყურება ერთ დროს ცნობილი "ფიორელა" დღეს - კოლუმბიელი მსახიობის საიდუმლოებით მოცული პირადი, წარუმატებლობა ჰოლივუდში და დებიუტი რუსულ კინოში (ფოტოები)

როგორ გამოიყურება ერთ დროს ცნობილი "ფიორელა" დღეს - კოლუმბიელი მსახიობის საიდუმლოებით მოცული პირადი, წარუმატებლობა ჰოლივუდში და დებიუტი რუსულ კინოში (ფოტოები)

ენჯი ცეპედა ქართველმა მაყურებელმა წლების წინ, სერიალ "ეშმაკუნადან" გაიცნო და შეიყვარა, სადაც მსახიობი ფიორელა მორელის როლს თამაშობდა.

კოლუმბიელმა მსახიობმა პოპულარობა სერიალებში მონაწილეობით მოიპოვა. ენჯი დარჩა თავის კარიერასა და ცხოვრებაში ყველაზე სტაბილურ მსახიობად, რომელიც დღემდე ინარჩუნებს ბალანსს ვნებასა და თვითდისციპლინას შორის. იგი დარწმუნებულია, რომ ეს არის ერთადერთი გზა მიზნების მისაღწევად.

  • ბავშვობა და ახალგაზრდობა

ანჟელიკა მარია ცეპედა ხიმენესი დაიბადა 1974 წლის 2 აგვისტოს კარტახენაში. ის ოჯახში მესამე და უმცროსი შვილი იყო. განსაკუთრებულად უყვარდა უფროსი დები ივეტი და ლორენა. მშობლებს ხოსე ცეპედასა და იადირა ხიმენესს არაფერი ჰქონდათ საერთო ხელოვნებასთან - ორივე ადვოკატად მუშაობდა.

მოგვიანებით ოჯახი საცხოვრებლად კოლუმბიის ჩრდილოეთით, ბარანკილაში გადავიდა. მშობლების განქორწინების შემდეგ, ენჯი, როგორც მას სახლში სიყვარულით ეძახდნენ, დებთან ერთად, დედასთან დარჩა.

  • კარიერა

სკოლის დასრულების შემდეგ, ენჯი საცხოვრებლად კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში გადავიდა, სადაც სამსახიობო კურსებზე ჩაირიცხა. სწავლის პერიოდშიც კი, მიიღო პირველი სამსახური, გოგონა ლუდსახარშის კომპანიის რეკლამაში გადაიღეს.

ცეპედამ თავისი პროფესიული ბიოგრაფია 1993 წელს დაიწყო, როდესაც სერიალ "სამოთხის წყევლის“ რამდენიმე ეპიზოდში გადაიღეს.

მსახიობს პოპულარობა სერიალმა "ხუთი ხუანი" მოუტანა, სადაც ერთ-ერთი მთავარი გმირი - ხუან ვალენტინა ითამაშა. ენჯის ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ მისი კარიერა მალე პოპულარობის პიკს მიაღწევდა.

1999 წელს პერუელმა რეჟისორმა ფრანსისკო ხოსე ლომბარდიმ მსახიობი დრამაში "კაპიტანი პანტოიას სექსის ძალა“ მიიწვია, სადაც მას მეძავი უნდა განესახიერებინა. თავიდან როლზე უარი თქვა, მაგრამ რეჟისორმა, რომელიც დარწმუნებული იყო მის წარმატებაში, მოახერხა და დაითანხმა. ფილმი კოლუმბიაში, ესპანეთში, პერუსა და არგენტინაში ჰიტად იქცა, ენჯი კი მსოფლიომ გაიცნო.

ახალი ათასწლეული მსახიობის ტრამპლინით დაიწყო. სერიალმა "ეშმაკუნამ", რომელშიც ნაჩვენებია სასიკვდილოდ დაავადებული ბიზნესმენის, ანდრეს გუზმანისა და ახალგაზრდა ფიორელას სიყვარულის ისტორია, მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.

ჰოლივუდის დაპყრობის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. 2019 წელს ის გამოჩნდა ამერიკულ სამოქმედო ფილმში Kill Chain ნიკოლას კეიჯთან ერთად, მაგრამ ფილმმა ძალიან დაბალი შეფასებები მიიღო მაყურებლებისგან.

2021 წელს ცეპედამ გაახმოვანა ჯულიეტა მადრიგალი დისნეის ცნობილ ანიმაციურ ფილმში Encanto.

  • პირადი ცხოვრება

ენჯი ცეპედას არ უყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი. ცნობილია, რომ ახალგაზრდობაში იგი არგენტინელ მსახიობს და მომღერალ დიეგო ტორესს, ცნობილი მსახიობის ლოლიტა ტორესისა და ფეხბურთელის ხულიო სეზარ კაჩის უმცროს შვილს ხვდებოდა. წყვილი რვაწლიანი ურთიერთობის შემდეგ 2004 წელს დაშორდა.

მას შემდეგ ჟურნალისტები ხშირად წერდნენ მისი რომანების შესახებ სხვადასხვა მამაკაცთან, მაგრამ ენჯი პირად ცხოვრებაზე დღემდე დუმილს ინარჩუნებს.

ენჯი ცეპედა ახლა

48 წლის მსახიობი კვლავ თამაშობს ფილმებში და მონაწილეობს სატელევიზიო შოუებში. 2021 წელს ენჯი ცეპედას დებიუტი შედგა რუსულ კინოში.

მან სერიალში "ჩემს მიღმა" ითამაშა.