ავტორი:

ვაკის პარკში, შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა - როგორია მათი მდგომარეობა, რას აცხადებენ კლინიკაში?

ვაკის პარკში, შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა - როგორია მათი მდგომარეობა, რას აცხადებენ კლინიკაში?

ვაკის პარკში, ახლად რეაბილიტირებულ სივრცეში, შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. 2 მათგანს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. ისინი სიმონ ხეჩნაშვილი სახელობის კლინიკაშია არიან გადაყვანილი.

თვითმხილველების თქმით, ბავშვები შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ.

ხეჩინაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ ვაკის პარკიდნ გადაყვანილ 2 ბავშვს რეანიმაციული მკურნალობა უტარდება. ამჟამად ისინი "ემერჯენსიში" იმყოფებიან.

"ექიმები ფორსმაჟორულ ვითრებაში მუშობენ და ჯერ დაზუსტებით ვერ გეტყვით როგორია ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა" - გვითხრეს კლინიკაში.

ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია გუშინ დასრულდა.

იხილეთ ასევე: