ავტორი:

"გემს მიხედოს პოდოლიაკმა, გემს... რა გააკეთა ივანიშვილმა, კარგად მოიკითხოს და შემდეგ შეუძლია ენა გადაიგდოს მხარზე და ილაპარაკოს" -ბექა ოდიშარია

"გემს მიხედოს პოდოლიაკმა, გემს... რა გააკეთა ივანიშვილმა, კარგად მოიკითხოს და შემდეგ შეუძლია ენა გადაიგდოს მხარზე და ილაპარაკოს" -ბექა ოდიშარია

"გემს მიხედოს პოდოლიაკმა, გემს - რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, კარგად მოიკითხოს და შემდეგ შეუძლია ენა გადაიგდოს მხარზე და ილაპარაკოს მასზე," - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია ჟურნალისტებთან უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას.

მისი თქმით, ისინი მტრობენ საქართველოს ხელისუფლებას, "რადგან ნაცების მეგობრები არიან".

"ბატონი პოდოლიაკის ინტერვიუს მოვუსმინე, ერთ- ერთ სატელევიზიო ჩართვაში და ისეთი კარგი რუსულით საუბრობს, უკრაინულად ერთი სიტყვა არ უთქვამს. რამდენჯერ უნდა დავინდოთ ეს ადამიანი იმის გამო, რომ უკრაინელ ხალხს ვგულშემატკივრობთ და მართლა განვიცდით მის მაგივრად. გემს მიხედოს პოდოლიაკმა, გემს, იმ ძველი ხუმრობის არ იყოს და ბიძინა ივანიშვილთან შედარებით ჯერ ერთი ქვა ქვაზე დადოს თავის ქვეყანაში და კარგად გაიხედოს თავის ოფისის ფანჯრიდან, რა ხდება ქვეყანაში და რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, კარგად მოიკითხოს. შემდეგ შეუძლია ენა გადაიგდოს მხარზე და ილაპარაკოს ბიძინა ივანიშვილზე და საქართველოზე. ესაა ჩემი კომენტარი პოდოლიაკის ირგვლივ.

რაც ვილაპარაკე, იკმარეთ, მეტი მკვეთრად რა ვთქვა პოდოლიაკზე, რაც შეეხება მტკიცებულებები ვის აქვს და ვის არა - ბნელ ოთახში ეძებენ კატას, რომელიც იქ არ არის და ნუ ვნებთ ჩვენს ქვეყანას. ნუ ცდილობთ, რომ რამენაირად ომში ჩართვის ქოთანს ხან აქედან მოაბათ კუდი, ხან იქიდან, ეს იმდენად ზედაპირზეა, მერწმუნეთ საზოგადოებას უკვე ამ დამოკიდებულების ატანა აღარ აქვს.

აბსოლუტურად ყველა რეზოლუციის თანაინვესტორია, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ინიციატორი, მათ შორის, საქართველო და გაუგებარია ასეთი უმადურობა ადამიანებისგან, რომლებიც დეკლარირებულად ამბობენ, რომ ვითომ გულშემატკივრები არიან ჩვენი ქვეყნის. სინამდვილეში იმ ხელისუფლებას, რომელიც გულწრფელად უდგას მათ და მათ ხალხს, ცდილობენ ძირი გამოუთხრან იმის გამო, რომ მეგობრობენ "ნაცებთან“ და "ნაცმაცუნებთან“, - განაცხადა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი "ფორმულასთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ არსებობს გარკვეული მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან თანამშრომლობს. "ფორმულას" ცნობითვე, პოდოლიაკის თქმით, ივანიშვილი შედის იმ ხალხის სიაში, რომლის სანქცირებასაც უკრაინა გამოაცხადებს.