ავტორი:

ხვიჩა კვარაცხელიას შთამბეჭდავი თამაში და მორიგი საგოლე გადაცემა

ხვიჩა კვარაცხელიას შთამბეჭდავი თამაში და მორიგი საგოლე გადაცემა

ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" რიგებში მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა. ნეაპოლური გუნდი დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე "ბოლონიას" დაუპირისპირდა და ანგარიშით 3-2 დაამარცხა.

დაძაბული მატჩის მოგებაში კვარაცხელიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. "ნაპოლის" ფეხბურთელებიდან გოლები ჟეზუსმა, ლოზანომ და ოსიმენმა გაიტანეს. ლოზანოს გოლში უდიდესი წვლილი კვარაცხელიამ შეიტანა, რადგანაც ის სწორედ ხვიჩას აქტიურობას მოჰყვა.

ხოლო მესამე გოლი "კვარას" საგოლე გადაცემის შედეგად გავიდა. მისი საგოლე პასი ვიქტორ ოსიმენმა გამოიყენა და თავის გუნდს უპირატესობა მოუტანა.

ხვიჩა კვარაცხელიასთვის ეს "სერია ა"- ში მეოთხე საგოლე გადაცემაა.

ნახეთ ვიდეო: