ავტორი:

მილიარდერები, რომლებმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვეს

მილიარდერები, რომლებმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვეს

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის მოქალაქეობაზე უარი უკვე ოთხმა მილიარდერმა თქვა. შესაბამისად, მათ რუსეთის ტერიტორია უკვე დატოვეს და საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადავიდნენ.

ერთ-ერთი ბოლო, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა, Mail.ru ჯგუფის თანადამფუძნებელი იური მილნერია. იგი მეოთხე მილიარდერია, რომელმაც ომის დაწყების შემდეგ ქვეყანასთან ყველანაირი კავშირი ოფიციალურად გაწყვიტა და განცხადებაც გაავრცელა.

"ამ ზაფხულს ჩვენ ოფიციალურად დავასრულეთ რუსეთის მოქალაქეობის დასრულების პროცესი“, - დაწერა მილიარდერმა "ტვიტერის“ პირად გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ მილნერი და მისი ოჯახი რუსეთში 2014 წლიდან აღარ ცხოვრობს. 1999 წელს კი მან ისრაელის მოქალაქეობა მიიღო.

Forbes-ის თანახმად, რუსეთში დაბადებული 111 მილიარდერიდან 40 პროცენტზე მეტი მინიმუმ ერთ სხვა ქვეყნის პასპორტს ფლობს. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ აქვთ არჩევანი, დაუჭირონ მხარი პუტინის პოლიტიკას ან უმტკივნეულოდ დატოვონ ქვეყანა და ცხოვრება სხვაგან განაგრძონ.

ამავე დროს ევროკავშირმა რუსი ოლიგარქებისთვის “ოქროს პასპორტების“ მოქმედება შეაჩერა, რუსეთის რამდენიმე უმდიდრესი ადამიანი კი დასავლეთის მხრიდან სანქციებს დაექვემდებარა.

წარმოგიდგენთ მილიარდერებს, რომლებმაც საჯაროდ უარი თქვეს რუსეთის მოქალაქეობაზე უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ:

იური მილნერი

მილნერმა 2022 წლის 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ მან უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე. გააგრძელეთ კითხვა

იხილეთ ასევე: