ავტორი:

2019-2022 წლებში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტყის 10-დან 49 წლით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, 18 ნებართვა გაიცა

2019-2022 წლებში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტყის 10-დან 49 წლით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, 18 ნებართვა გაიცა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ "ეროვნული სატყეო სააგენტოს“ ინფორმაციით, 2019-2022 წლებში ტყით სარგებლობის უფლების 18 ნებართვა გაიცა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ "ეროვნული სატყეო სააგენტოდან“ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, სარგებლობის უფლება 10-დან 49 წლამდე ვადითაა გაცემული.

"2018 წლიდან, არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლების (იჯარა) მოპოვებასთან დაკავშირებით, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტომ დააკმაყოფილა 18 მოთხოვნა. აქედან, 2019 წელს - 1, 2020 წელს - 1, 2021 წელს - 10, 2022 წელს - 6. სარგებლობის უფლება გაცემულია 10-დან 49 წლამდე ვადით. ყველაზე მეტი იჯარა გაცემულია მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის მართვას დაქვემდებარებულ ფართობებზე“, - ნათქვამია სააგენტოსთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.