"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია კახა კალაძისა და ვაკის პარკის ტრაგედიას გადარჩენილი მოზარდის თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება და თბილისის მერს მწვავედ აკრიტიკებს:
"ბავშებისთვის მისაბაძი ფეხბურთელი რომ ხარ, შენი მაისური წარმატებასა და მიღწევებთან რომ ასოცირდება... და ამას აკეთებ, რაც დღეს გააკეთე!პასუხისმგებლობისგან თავის დასაძვრენად იყენებ სიკვდილს შემთხვევით გადარჩენილ ბავშვსაც და საკუთარ წარსულსაც. შემთხვევით გადარჩენილ ბავშვს შენს მაისურს აცმევ! ალბათ, ყველა ბავშვმა, ვინც ამ ქალაქში შემთხვევით გადარჩება, უნდა იცოდეს ვის გადაურჩა!
ბურთიც აჩუქე? ვის ეთამაშოს, ვინ გაახსენდეს - მეგობარი, რომელიც მის გადასარჩენად გადახტა და აღარ ჰყავს?
არაფერია იმაზე უხერხული, როდესაც ქალაქი გლოვობს და შენ შენი, გაბერილი პიარსამსახურითა და მაისურებით დარბიხარ წინ და უკან და სურათებს იღებ!კახა, ბავშვები იმ პარკში თამაშობდნენ, სადაც მისვლა შენ შესთავაზე წინა დღეს.
ბურთი იმ შადრევანში ჩაუვარდათ, რომელთან მისვლაც შენ შესთავაზე წინა დღეს!არც ერთი რგოლი გამართულად რომ არ მუშაობს, ეს ვერ იქნება შემდუღებლის ბრალი!ხვდები მაინც რომ შენს ხელში ეს ქალაქი მხოლოდ გლოვით კი არ არის სავსე, ადამიანობისაგანაც იცლება...?!" - წერს მელია.
ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ფოტოები, რომელზეც ვაკის პარკის ტრაგედიას გადარჩენილი ერთ-ერთი ბავშვი, ლაზარე ლობჟანიძე და თბილისის მერი არიან გადაღებული. კადრები თავად მოზარდმა გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. ფოტოებიდან გაირკვა, რომ მასთან მერი საჩუქრით მივიდა - კალაძემ ლაზარე ლობჟანიძეს ბურთი და ნაკრების მაისური აჩუქა.
გავრცელებული ფოტოების შემდეგ თბილისის მერი მწვავედ გააკრიტიკეს. როგორც გაირკვა ლაზარეს და კალაძის შეხვედრის ორგანიზატორი გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე იყო. ის ლაზარე ლობჟანიძის მამის მეგობარია.
ნახეთ ასევე: