ავტორი:

ჩაერთეთ "პალიტრა L-ის“ გათამაშებაში და მოიგეთ კაპადოკიისა და თურქეთის სხვა ქალაქების ტური

ჩაერთეთ "პალიტრა L-ის“ გათამაშებაში და მოიგეთ კაპადოკიისა და თურქეთის სხვა ქალაქების ტური

„პალიტრა L“ Time2travale-სთან პარტნიორობით გაძლევთ უნიკალურ შანს, იმოგზაუროთ კაპადოკიის, ანკარისა და კონიის ტურში, სადაც მეგზურობას გაგიწევთ „გურჯი ხათუნის“ ავტორი, დათო ტურაშვილი და გიამბობთ საოცარ ამბებს, რომლებსაც საოცარი შთაბეჭდილებების გარეშე ვერ მოისმენთ.

დაუვიწყარი მოგზაურობის საგზურის მოსაგებად კი უნდა ჩაერთოთ გათამაშებაში, 13-დან 24 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება: ბილეთის მისაღებად გამომცემლობის ვებგვერდზე palitral.ge მკითხველმა უნდა გააკეთოს მინიმუმ 100 ლარის შენაძენი და დაელოდოს 25 ოქტომბერს თურქი მწერლის ელიფ შაფაქის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, სადაც გამარჯვებული შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდება.

ელიფ შაფაქის სამშობლოში მოგზაურობისა და ისტორიული ქალაქების მონახულების შანსი აქვს თითოეულ მკითხველს, რომელიც გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. ვინაიდან მწერლის შემოქმედებას ქართულ ენაზე მხოლოდ „პალიტრა L“ გვთავაზობს. გამომცემლობამ გადაწყვიტა, გათამაშება სიმბოლური თარიღისთვის დაემთხვია, ხოლო შაფაქის წიგნებში ჯალალ ედ-დინ რუმის შემოქმედებითი ხაზის გამო, დამაგვირგვინებელი ექსკურსია კონიაში მოეწყო. ქალაქში უდიდესი პოეტი და მოაზროვნეა დაკრძალული.

გამარჯვებული ჯგუფთან ერთად მოინახულებს ისტორიულ და შთამბეჭდავ ადგილებს კაპადოკიაში: დაუვიწყარი ხედები საჰაერო ბუშტებზე, გორემისა და ზელვის მუზეუმები, ილარის საოცარი ხეობა და სხვა. კონიის ექსკურსიის ფარგლებში კი შედის: უდიდესი პოეტისა და მოაზროვნის, მევლანას - ჯალალ ედ-დინ რუმის საფლავის, გურჯი ხათუნის რეზიდენციის ნანგრევების, პეპლების უნიკალური ბაღისა და ცოცხალი მუზეუმის მონახულება.

საოცნებო დასვენებისთვის კი მხოლოდ და მხოლოდ სასურველი წიგნები უნდა შეიძინოთ.

#დათოტურაშვილი #იკითხეშაფაქი #იკითხესაუკეთესო

გათამაშებისგან დამოუკიდებლად ტურის შეძენა შეგიძლიათ აქ: shorturl.at/bksB8

R