ავტორი:

"რა არის ის ზღვარი, რომლის იქითაც შეშფოთდებით და იტყვით, რომ ამ სამეფოში რაღაც ყარს!" - ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას

"რა არის ის ზღვარი, რომლის იქითაც შეშფოთდებით და იტყვით, რომ ამ სამეფოში რაღაც ყარს!" - ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას

პარლამენტში ყოველ წელს შემოდიოდა დოკუმენტი, რომლის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში დანაშაულებრივი ხარვეზები ვლინდება - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეს ანგარიშიც ფართოდ დახუჭული თვალებით გაატარეთ - ხო, სხვისი შვილია და შედარებით მარტივია... - ეს განცხადება "ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, აუდიტის სამსახურის ანგარიშის განხილვისას გააკეთა.

ნაცვლიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან გენერალური აუდიტორის ანგარიშიდან რამდენიმე ნაწილი წაიკითხა, რადაც ასახულია, თუ რა ტიპის პრობლემები და ხარვეზები ვლინდება შესყიდვების მიმართულებით. მისივე თქმით, როდესაც სისტემური რეკომენდაციების 2/3-ზე მეტი სახელმწიფო უწყებების მხრიდან არ სრულდება, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო უწყებები კანონს არ ემორჩილებიან.

"როდესაც ურემი გადაბრუნდება, კითხვებს გულუბრყვილოდ ვსვამთ - რისი გაკეთება შეგვეძლო? ის, რისი გაკეთებაც შეგეძლოთ, გენერალურ აუდიტორს 2017, 2018, 2019, 2020, 2021 წლებში პარლამენტში ანგარიშები მოჰქონდა, სადაც ეწერა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში არის მრავლობითი ჩავარდნები. ეწერა, რომ არ ხდება ეფექტური კონტროლი, როდესაც სახელმწიფო კერძო კომპანიას დაიქირავებს, ის კომპანია კიდევ - ქვეკომპანიას, ის ქვეკომპანია - ქვე ქვეკომპანიას და ის თურმე გავა ქუჩაში, ელექტრიკოსს იპოვის და ის ელექტრიკოსი რომ ქვეყანას დააქცევს, ყველა მხრებს აიჩეჩავს - ჩვენ რა შუაში ვართ?! რა არის ის ზღვარი, რომლის იქითაც შეშფოთდებით და იტყვით, რომ ამ სამეფოში რაღაც ყარს! კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ სინდისმა შეგვაწუხოს და რეაგირება მოხდეს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.