ავტორი:

"მოწინააღმდეგე გუნდის ფორვარდები სასოწარკვეთამდე მიიყვანა... ასეთი თამაში მის ღირსებაზე მეტყველებს" -  რას წერს ესპანური მედია გიორგი მამარდაშვილის შესახებ

"მოწინააღმდეგე გუნდის ფორვარდები სასოწარკვეთამდე მიიყვანა... ასეთი თამაში მის ღირსებაზე მეტყველებს" -  რას წერს ესპანური მედია გიორგი მამარდაშვილის შესახებ

გუშინ, 18 ოქტომბერს, ლა ლიგის მე-10 ტურში, "სევილიამ" "ვალენსიას" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. "ვალენსიის" რიგებში გამორჩეული მატჩი ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა, მან გუნდი გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა და ურთულესი ბურთები მოიგერია.

  • მამარდაშვილის შთამბეჭდავი თამაში კი ესპანური მედიის განხილვის თემაა. გამოცემა AS წერს, რომ ქართველმა მეკარემ ურთულესი დარტყმების მოგერიების შემდეგ თანაგუნდელებს რწმენა შეუნარჩუნა.

"გატუზო კარგად მოიქცა, როდესაც "ელჩესთან" მატჩის შემდეგ ახალგაზრდა მეკარე გაამხნევა და ბოდიშის მოხდის გამო უსაყვედურა, "მამარდას" გუნდისთვის ქულები მოაქვს.

მოგერიებამ, რომელიც პირველ ნახევარში შემოგვთავაზა, თანაგუნდელებს რწმენა შეუნარჩუნა და მოწინააღმდეგე გუნდის ფორვარდები სასოწარკვეთამდე მიიყვანა.

გიორგის გუშინდელი თამაში "სანჩეს პისხუანზე" მის ღირსებაზე მეტყველებს, რადგან გასულ სეზონში ანდალუსიელთა წინააღმდეგ კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეხვედრა ჩაატარა, რის გამოც ბორდალასმა სათადარიგოთა სკამზე გადასვა.... გააგრძელეთ კითხვა sportall.ge.