ავტორი:

"პუტინი იმედოვნებდა, რომ გაზის ონკანის ჩაკეტვით დაგვაშანტაჟებდა, მაგრამ აქაც არასწორად გათვალა" - შოლცი

"პუტინი იმედოვნებდა, რომ გაზის ონკანის ჩაკეტვით დაგვაშანტაჟებდა, მაგრამ აქაც არასწორად გათვალა" - შოლცი

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბოლოდროინდელი თავდასხმების გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეს ომის დანაშაულია, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

"მიზანმიმართული თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე არის ომის დანაშაული. რუსეთის დაბომბვა და სარაკეტო ტერორი, ისევე როგორც რუსი მამაკაცების ომისთვის მობილიზება, სასოწარკვეთილების აქტია" - განაცხადა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში სიტყვის გამოსვლისას.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბერლინი გააგრძელებს უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენას იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება, რათა უკრაინამ დაიცვას საკუთარი თავი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთი უკრაინელებს ქვეყნის აღდგენაში უნდა დაეხმაროს.

„პუტინი იმედოვნებდა, რომ გაზის ონკანის ჩაკეტვით დაგვაშანტაჟებდა, მაგრამ აქაც არასწორად გათვალა“, - განაცხადა შოლცმა და დასძინა, რომ ევროპის ქვეყნებიდან, აშშ-დან და ახლო აღმოსავლეთიდან გაზის ალტერნატიული მიწოდება უზრუნველყოფილია.