ავტორი:

"ის ყველაზე კაშკაშა მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ლიდერი ქალი" - მეგან მარკლი გარდაცვლილ დედოფალზე საუბრობს: ახალი ფოტოსესია

"ის ყველაზე კაშკაშა მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ლიდერი ქალი" - მეგან მარკლი გარდაცვლილ დედოფალზე საუბრობს: ახალი ფოტოსესია

პრინც ჰარის მეუღლემ, მეგან მარკლი გამოცემა Variety-ს ახალი ნომრის მთავარი სტუმარია და ჟურნალის ყდას მისი ფოტო ამშვენებს. მეგანმა ვრცე; ინტერვიუში სხვა საკითხებთან ერთად, დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალების შესახებ და დედოფლის მიმართ დამოკიდებულებაზეც ისაუბრა.

"ბედნიერი ვარ, რომ მას ვიცნობდი“,- ამბობს სასექსის ჰერცოგინია.

მისი თქმით, ელისაბედი II "ყველაზე კაშკაშა მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ლიდერი ქალი“ და დაამატა, რომ ის "მადლიერია იმ შესაძლებლობისთვის, რომ დედოფლის უკეთ გაცნობისა და მასთან ერთად დროის გატარების საშუალება ჰქონდა“.

კითხვაზე, თუ როგორ შეხვდა პრინცი ჰარი ბებიას გარდაცვალებას, მეგანმა ასე უპასუხა: "მადლიერი ვარ, რომ ჰარის გვერდით დგომა შემეძლო, განსაკუთრებით ამ პერიოდში. ნამდვილად დამაბნეველი პერიოდი იყო, მაგრამ მუდამ ოტპიმისტმა ჩემმა ქმარმა თქვა: "ახლა ის(დედოფალი) მის მეუღლესთან ერთად იქნება." ყველაზე მშვენიერი კი ის იყო, რომ შეგეძლო გენახა ის მემკვიდრეობა, რაც ბებიამისმა ამდენ ფრონტზე დატოვა."

მას შემდეგ, რაც ხმა გავრცელდა, რომ დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, სასექსის ჰერცოგი მაშინვე ბებიის სანახავად გაემგზავრა. სამწუხაროდ, მას ცოცხალს ვერ მიუსწრო და დედოფლის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ჩააღწია ბალმორალის სასახლეში.

41 წლის მეგანი პრინცთან ერთად არ წასულა ელისაბედის მოსანახულებლად იმ მიზეზის გამო, რომ მეფე ჩარლზი "მის აქ ყოფნას მართებულად არ თვლიდა“. მეგანი დედოფლის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად ჰარის უინძორის სასახლეში შეუერთდა.

წყვილმა დედოფალი უკანასკნელად მისი პლატინის საიუბილეო ზეიმზე ნახა, როცა მას პატარა ლილიბეთი გააცნეს.

წყარო: variety

მოამზადა: ანა სიბოშვილმა