ავტორი:

"დაკრძალვაზე ვერ იპოვიდი ხელისუფლების ვერც ერთ წარმომადგენელს" - უკრაინაში დაღუპული ედიშერ კვარაცხელია დაკრძალეს: რას წერს ნიკა მელია?

"დაკრძალვაზე ვერ იპოვიდი ხელისუფლების ვერც ერთ წარმომადგენელს" - უკრაინაში დაღუპული ედიშერ კვარაცხელია დაკრძალეს: რას წერს ნიკა მელია?

წალენჯიხაში, უკრაინაში დაღუპული მებრძოლი, ედიშერ კვარაცხელია საგვარეულო სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალას. კვარაცხელია სამშობლოში 15 ოქტომბერს ჩამოასვენეს. 44 წლის მებრძოლი ხერსონის ოლქში აფეთქებას 10 ოქტომბერს ემსხვერპლა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც დაკრძალვას ესწრებოდა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მშობლიურმა მიწამ მიიბარა გმირი, რომელიც ამ მიწას მტრისგან იცავდა იქ, სადაც მიეცა მისთვის ბრძოლის და თავგანწირვის შანსი - მშობლიური წალენჯიხიდან შორს - უკრაინაში. თქვა კიდეც - შანსი მეძლევა რუსების წინააღმდეგ ბრძოლის და ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებო. თქვა და არც გაუშვა ეს შანსი და გმირულად მოიხადა სამშობლოს ვალი. უკრაინაში ბრძოლის ველზე დაცემული 20 გმირი მიიბარა უკვე ქართულმა მიწამ, ედიშერი მესამე წალენჯიხელია, ვინც შეეწირა სამყაროს თავისუფლებისთვის ბრძოლას.

პ.ს. დაკრძალვაზე ვერ იპოვიდი ხელისუფლების ვერც ერთ წარმომადგენელს... უბრალოდ, არაფერია იმაზე ტრაგიკული და გულდასაწყვეტი, როცა ხელისუფლება ხელიდან არ უშვებს შანსს, რომ ამგვარი ჟესტებით, კიდევ ერთხელ მკაფიოდ და ცხადად დაგანახოს, რომ მისთვის არც სამშობლოა ფასეული და არც ამ სამშობლოსათვის თავდადება" - წერს ნიკა მელია.