ავტორი:

"უკრაინა მეორე ქვეყანა გახდა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეები დაასანქცირა, პირველი რუსეთია" - რას წერს "ოცნების" დეპუტატი "ტვიტერზე"?

"უკრაინა მეორე ქვეყანა გახდა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეები დაასანქცირა, პირველი რუსეთია" - რას წერს "ოცნების" დეპუტატი "ტვიტერზე"?

"ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან ქარუმიძე იმედგაცრუებულია იმით, რომ უკრაინის მიერ სანქცირებულ პირთა სიაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი მოხვდა. როგორც ის აღნიშნავს, უკრაინა მეორე ქვეყანა გახდა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეები დაასანქცირა.

"ჩემთვის წარმოუდგენელი იმედგაცრუებაა, რომ უკრაინა მეორე ქვეყანა გახდა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეები დაასანქცირა, პირველი რუსეთია“, - წერს "ტვიტერზე" ლევან ქარუმიძე.

  • ცნობისთვის, უკრაინის მიერ დასანქცირებულ პირთა სიაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი მოხვდა.

კერძოდ, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს, ქეთევან ხარაიძეს, დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს და მის შვილს - ტიტე მამაცაშვილს. შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი, კერძოდ: დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები.

ნახეთ ასევე: