ავტორი:

რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს - "ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირმა ცივი იარაღით დაჭრა"

რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს - "ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირმა ცივი იარაღით დაჭრა"

რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირმა ცივი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა მიაყენა. ის კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული პირი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.