ავტორი:

პოლონეთში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად სავარაუდოდ, საქართველოს 3 მოქალაქე  გარდაიცვალა

პოლონეთში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად სავარაუდოდ, საქართველოს 3 მოქალაქე  გარდაიცვალა

პოლონეთში, ქალაქ პოზნანის მახლობლად მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები დაიღუპნენ, - ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა. ავტობუსში სულ 8 მგზავრი იმყოფებოდა, აქედან სამი გარდაიცვალა, ხუთი კი - დაშავდა. პოლონური მედია სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ გარდაცვლილები, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები არიან.

მომხდარის გარემოებები ზუსტდება.

ნახეთ ვიდეო: