ციმბირში, ქალაქ ირკუტსკში რუსული სამხედრო თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა, რის შედეგადაც 2 პილოტი დაიღუპა. ინფორმაციას ოფიციალურ პირებიზე დაყრდნობით მედია ავრცელბს.
ირკუტსკის გუბერნატორმა იგორ კობზევმა "ტელეგრამზე“ გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ რუსული მოიერიშე თვითმფრინავი ქალაქში ორსართულიან სახლს შეეჯახა.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, პილოტები დაიღუპნენ, სხვა მსხვერპლი კი არ ყოფილა.
დასავლური მედია აღნიშნავს, რომ ექვს დღეში ეს უკვე მეორე მსგავსი ინციდენტია. გასულ ორშაბათს, მოიერიშე თვითმფრინავი „Sukhoi Su-34” უკრაინის მახლობლად, რუსეთის ქალაქ იეისკში საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა.