სირიამ ისრაელი დამასკოს სამხრეთით საჰაერო თავდასხმებში დაადანაშაულა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ისრაელის რაკეტების სამიზნე დამასკოსთან ახლოს მდებარე ტერიტორიები იყო.
"ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ შეაჩერა ისრაელის სარაკეტო დარტყმები დამასკოსა და სამხრეთ რეგიონის საჰაერო სივრცეში“, - ეს ინფორმაცია სირიის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო SANA-მ გაავრცელა.
ალტერნატიული წყაროების საშუალებით კი, სულ უფრო მეტი ინფორმაცია ხდება ცნობილი 21 ოქტომბრის სარაკეტო შეტევაზე. ამ ინფორმაციის თანახმად, ისრაელმა დაარტყა სირიის ტერიტორიაზე ირანის მიერ სამხედრო დრონების წარმოებას.
SOHR - ის ცნობით, ისრაელის სარაკეტო დარტყმამ გაანადგურა მატერიალურ - ტექნიკური ბაზა და ის აღჭურვილობა, რომელიც გამოიყენებოდა ირანული უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოებლად. ადამიანური მსხვერპლის თაობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება. დარტყმა მოხდა დიმასის სამხედრო აეროპორტის ტერიტორიაზე, რომელსაც ირანი და მისი მხარდაჭერილი ადგილობრივი სამხედრო ჯგუფები აკონტროლებენ. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვარში ირანიდან სირიაში გაიგზავნა იარაღის პარტია, საბრძოლო მასალები და დრონების წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობა. წყარო