ავტორი:

“თანადგომა“ - ასტრაზენეკას პროექტი პაციენტებისთვის

“თანადგომა“ - ასტრაზენეკას პროექტი პაციენტებისთვის

კომპანია „ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედ“-ის საქართველოს წარმომადგენლობამ პაციენტებისთვის გარკვეული პრეპარატების ხელმისაწვდომის გასაზრდელად განსაკუთრებული პროექტი „თანადგომა“ შეიმუშავა, რომელიც 2022 წლიდან სრულად ამოქმედდა. პროექტის მიზანია მწვავე და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების მხარდაჭერა ისეთ სფეროებში, როგორიცაა კარდიოლოგია და პულმონოლოგია. კერძოდ, „თანადგომის“ ბარათის მფლობელი პაციენტები პროგრამაში არსებულ პრეპარატებს შეღავათიან ფასში შეიძენენ.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა ვრცელდება მხოლოდ იმ პაციენტებზე, რომლებსაც პრეპარატი ექიმის მიერ აქვთ დანიშნული. ასევე აუცილებელია, რომ დანიშნული პრეპარატი მოქმედი ნივთიერებით პროექტ „თანადგომა“-ს ჩამონათვალში შედიოდეს.

რაც შეეხება „თანადგომა“-ს ბარათის მიღებას - პაციენტებს მისი მიღება ექიმისგან, უფასოდ შეუძლია და ბარათის გამოყენება მხოლოდ ამ კონკრეტულ პაციენტს შეუძლია. პრეპარატის შეძენამდე აუცილებელია ბარათის აქტივაცია ანუ რეგისტრაცია, რომელიც ხორციელდება ონლაინ www.tanadgoma.com.ge და ქოლცენტრის მეშვეობით - +995 551 68 77 22.

ამ ეტაპზე, პროექტში ორი მედიკამენტია ჩართული - ბრილინტა (ტიკაგრელორი) 90მგ #56 და სიმბიკორტი (ფორმოტეროლ/ბუდესონიდი) 160/4.5მკგ და 320/9.0მკგ. #60 დოზა.

მათი შეძენა, შემცირებულ ფასად, შესაძლებელია პროგრამაში მონაწილე აფთიაქების, ავერსისა და პსპ-ს ნებისმიერ ფილიალში.

დამატებითი ინფორმაცია მითითებულია პროექტის ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.tanadgoma.com.ge

„ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედ“-ის შესახებ

ასტრაზენეკა გლობალური, ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც სამეცნიერო კვლევების საფუძველზე ქმნის, აწარმოებს ფართო გამოყენების მედიკამენტებს სხვადასხვა თერაპიული მიმართულებით და მუშაობს მათ დისტრიბუციასა და კომერციალიზაციაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

„ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედ“-ის წარმომადგენლობა საქართველოში 2009 წლის 1 სექტემბერს დაფუძნდა და 18 სხვადასხვა დასახელების პრეპარატითაა წარმოდგენილი. მათი უმრავლესობა შესაბამისი თერაპიული კლასის ლიდერია როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ასევე - საქართველოში. კომპანია გამოირჩევა ეთიკური სტანდარტების მკაცრი დაცვით, სპეციალისტებისათვის უახლესი სამეცნიერო მიღწევების შესახებ ინფორმაციის მიწოდებითა და მათი სისტემატური განახლებით.

R