ავტორი:

"მე არ ვცხოვრობ დაწყევლილ სასახლეში... თავს კი უკრაინელად მივიჩნევ" - რას აცხადებს რუსი მილიარდერის ვაჟი, რომელსაც სანქციები დაუწესეს

"მე არ ვცხოვრობ დაწყევლილ სასახლეში... თავს კი უკრაინელად მივიჩნევ" - რას აცხადებს რუსი მილიარდერის ვაჟი, რომელსაც სანქციები დაუწესეს

Alfa-Bank-ის დამფუძნებლის, რუსი მილიარდერის მიხაილ ფრიდმანის ვაჟმა, ალექსანდრე ოჟელსკიმ YouTube-ზე ინგლისურ ენაზე ჩაწერილი ვიდეოგზავნილი გამოაქვეყნა, რომელშიც კიევს მის მიმართ დაწესებული სანქციების მოხსნას სთხოვს.

ბიჭი აცხადებს, რომ თავს უკრაინელად მიიჩნევს (ფრიდმანი დაიბადა ლვოვში. - რედ.), და არასოდეს უჭერდა მხარს უკრაინაში მიმდინარე ომს. და ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც ალექსანდრე ამბობს, ლონდონში მიტინგებზეც დადიოდა. ომის დაწყების შემდეგ მან დატოვა რუსეთი და ამჟამად დუბაიში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

"როგორც ხედავთ, მე არ ვცხოვრობ დაწყევლილ სასახლეში, რადგან ვცხოვრობ იმ საშუალებებით, რაც გამაჩნია. თავს კი უკრაინელად მივიჩნევ... არ მესმის, რატომ ხდება ეს, დაწყევლილი ბიუროკრატების გამო, რატომ ემუქრება საფრთხე ყველაფერს, რაც აქამდე გამიკეთებია, - ამბობს ოჟელსკი.

ოჟელსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინაში ჰყავს ნათესავები, რომლებსაც რეგულარულად სტუმრობდა, ხოლო რუსეთში დაბრუნებას არ გეგმავს. მან უსამართლო უწოდა იმ ფაქტს, რომ მის მიმართ სანქციების დაწესების ერთადერთი მიზეზი "სხვა პირთან კავშირია“. ”ვფიქრობ, ეს არის უსამართლობა. იმედი მაქვს, რომ მსოფლიო მომისმენს”, - ამბობს ბიჭი.

ოჟელსკი "ალფა-ბანკის“ დამფუძნებლის, მიხაილ ფრიდმანის ერთადერთი ვაჟია, რომელიც ლვოვში დაიბადა. ის დებთან ერთად რუსი მილიარდერების უმდიდრესი მემკვიდრეების რეიტინგში შედის. თუმცა თავად მიხაილ ფრიდმანმა ადრე განაცხადა, რომ შვილებისთვის მემკვიდრეობის დატოვებას არ აპირებს. 2020 წელს, Forbes-ის მეწარმეთა კატეგორიაში ალექსანდრ ოჟელსკი ყველაზე პერსპექტიული 30 რუსის სიაში მოხვდა.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ, საკუთარ "ტელეგრამარხზე" კომენტარი ქსენია სობჩაკმაც გააკეთა.

"ვფიქრობ, რომ ფრიდმანის შვილზე დაწესებული სანქციები უკვე ერთგვარი იდიოტობა და უკანონობაა. პირადად ვიცნობ საშას, მან მთელი ცხოვრება მამისგან დამოუკიდებლად მოიწყო, არ აუღია მისგან ფული ბიზნესისთვის, თბილი ადგილი "ალფა-ბანკში". ახლა სანქცირებულია იმიტომ, რომ ფრიდმანი მამაა. რა სისულელეა?" - წერს ჟურნალისტი.

შეგახსენებ, რომ 19 ოქტომბერს უკრაინამ რუსეთის 256 მეწარმესა და მათი ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა. ფრიდმანის გარდა, სიაში არიან: რომან აბრამოვიჩი, ვლადიმერ პოტანინი, გენადი ტიმჩენკო, ლეონიდ მიხელსონი, ასევე, რუსეთის უმდიდრესი ბიზნესმენი, ვლადიმერ ლისინი და რუსეთის უმდიდრესი ქალი, Wildberries-ის დამფუძნებელი, ტატიანა ბაკალჩუკი.

იხილეთ ასევე: