ავტორი:

Translive.ge - საერთაშორისო ლოგისტიკური პლატფორმა ალდაგთან პარტნიორობით შეიქმნა

Translive.ge - საერთაშორისო ლოგისტიკური პლატფორმა ალდაგთან პარტნიორობით შეიქმნა

25 ოქტომბერს, 17:00 საათზე სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში პირველი ციფრული პლატფორმის - Translive-ის პრეზენტაცია გაიმართება.

Translive - ეს არის ციფურული პროექტი, რომლის საშუალებითაც გადაზიდვების დაგეგმვა უკვე ონლაინ არის შესაძლებელი. პლატფორმა იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, ციფრულად, ელექტრონულ სივრცეში დაგეგმონ გადაზიდვა და ამავდროულად, მიიღონ ექსკლუზიური შეთავაზებები როგორც გადაზიდვის, ისე დაზღვევის მიმართულებით.

Translive-ის საშუალებით საერთაშორისო გადაზიდვები გადაინაცვლებს მთლიანად ციფრულ სივრცეში. იმპორტიორი/ექსპორტიორი კომპანიები, რომლებსაც დღემდე უწევდათ ტვირთის გადაზიდვისთვის საუკეთესო პირობების მოძიება სხვადასხვა არხებით, ახლა უკვე ერთ პლატფორმაზე შეძლებენ სრული ინფორმაციის მოპოვებას და სერვისის მიღებას ოპტიმალურ ფასად .

Translive ბენე ჯგუფის, კაიროს ლოჯისტიკის და ლემონდუს ერთობლივი პროექტია. ამ კომპანიებს საერთაშორისო გადაზიდვებში და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით 10 წლიანი გამოცდილება აქვთ. პროექტის ექსკლუზიური პარტნიორია სადაზღვევო კომპანია ალდაგი.

R