ავტორი:

"ბინძური ბომბის" საკითხზე ვალერი გერასიმოვი ბრიტანელ და ამერიკელ კოლეგებს ესაუბრა - რას წერს მედია

"ბინძური ბომბის" საკითხზე ვალერი გერასიმოვი ბრიტანელ და ამერიკელ კოლეგებს ესაუბრა - რას წერს მედია

რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსს ტონი რადაკინს და აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების თავმჯდომარეს, მარკ მილს ტელეფონით ესაუბრა.

  • მედიის ცნობით, მხარეებმა ოფიციალური მოსკოვის მიერ მტკიცებულების წარდგენის გარეშე, უკრაინის მხრიდან შესაძლო "ბინძური ბომბის" გამოყენებასთან დაკავშირებული ბრალდება განიხილეს.

რადაკინმა რუსეთის ბრალდებები იმის შესახებ, რომ უკრაინა კონფლიქტის ესკალაციის მიზნით მოქმედებებს გეგმავს, უარყო.

"სამხედრო ლიდერები შეთანხმდნენ დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის კომუნიკაციის ღია არხების შენარჩუნების მნიშვნელობაზე, რათა მართონ არასწორი გაანგარიშების რისკი და ხელი შეუწყონ დეესკალაციას“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.