ავტორი:

"არ არის დრო, აირჩიოთ ვისთან ერთად ხართ?" - ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელის მთავრობას

"არ არის დრო, აირჩიოთ ვისთან ერთად ხართ?" - ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელის მთავრობას

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელს მოუწოდა შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას.

უკრაინის პირველმა პირმა ებრაულ სახელმწიფოს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების თხოვნით კვლავ მიმართა.

“არ არის დრო, რომ თქვენმა სახელმწიფომ [ისრაელმა] აირჩიოს, ვისთან ერთადაც ხართ? არის ის დემოკრატიულ სამყაროსთან, რომელიც გვერდიგვერდ ებრძვის მისი არსებობის ეგზისტენციალურ საფრთხეს? ან მათთან, ვინც თვალს ხუჭავს რუსულ ტერორზე, მაშინაც კი, როცა უწყვეტი ტერორის საფასური გლობალური უსაფრთხოების სრული განადგურებაა”, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, ისრაელმა უარი თქვა ოფიციალური კიევისთვის საჰაერო თავდაცვის იარაღის მიყიდვაზე.