ავტორი:

"საით მივდივართ" - დაბნეული აშშ-ის პრეზიდენტი: ჯო ბაიდენს თეთრი სახლის ბაღში გზის გაგნება გაუჭირდა და დახმარება ითხოვა (ვიდეო)

"საით მივდივართ" - დაბნეული აშშ-ის პრეზიდენტი: ჯო ბაიდენს თეთრი სახლის ბაღში გზის გაგნება გაუჭირდა და დახმარება ითხოვა (ვიდეო)

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრი სახლის ბაღში დაიკარგა - უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მას გაუჭირდა ბაღიდან გზის გაგნება და დახმარება თეთრი სახლის თანამშომლებს სთხოვა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თეთრი სახლის სამხრეთ ნაწილში ბაიდენმა ხეების დარგვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.79 წლის პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ, ჯილ ბაიდენმა თეთრი სახლის მებაღის, დეილ ჰენის 50-წლიანი მუშაობის პატივსაცემად ხე დარგეს.

ხის დარგვის შემდეგ, პრეზიდენტმა ბაღში გაისეირნა, რა დროსაც იკითხა - "საით მივდივართ?“

მან თანამშრომელებს მიმართა, რომ დახმარებოდნენ სწორი მიმართულების გარკვევაში. როგორც "ნიუ იორკ პოსტი" წერს, გავრცელებულ ვიდეოში ისმოდა ხმა, როგორ უხსნიან თეთრი სახლის თანამშრომლები ბაიდენს, თუ როგორ უნდა დაბრუნდეს უკან.

"რა მოხდება თუ მსურს ამ გზით წასვლა?“ - ისმის ბაიდენის კითხვა. ვიღაც კამერის მიღმა პასუხობს - "თუ გინდათ, შეგიძლიათ ამ გზით წახვიდეთ."

"შეგიძლიათ ისე მოიქცეთ, როგორც გსურთ“, - ისმის კიდევ ერთი თანამშრომლის ხმა.

"დიახ, მე შევამჩნიე, რამდენად დიდი თავისუფლება მაქვს“, - ხუმრობით ამბობს ბაიდენი, უერთდება თავის ცოლს და სწორი მიმართულებით აგრძელებს სიარულს.

გასულ კვირას პიტსბურგში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ჯო ბაიდენი დაბნეული ჩანდა და სცენიდან გასასვლელს ვერ პოულობდა. თუმცა შემდეგ, სიტუაციაში გაერკვა.

ცნობისთვის, ჯო ბაიდენი, რომელიც მომდევნო თვეში 80 წლის ხდება, აპირებს მეორე ვადით იყაროს კენჭი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.