ავტორი:

5 ზღაპრული ადგილი დედამიწაზე, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

5 ზღაპრული ადგილი დედამიწაზე, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

რა გახსენდებათ პირველი, როდესაც წარმოთქვამთ სიტყვას „მოგზაურობა?“ - დაუვიწყარი პეიზაჟები, მთიანი ბილიკები მძიმე ზურგჩანთით? გემრიელი ეგზოტიკური სასმელები და კერძები? - ნებისმიერი მოგზაურობა შეიძლება იყოს ამაღელვებელი და თავგადასავლებით სავსე. განსაკუთრებით მაშინ, თუ საინტერესო ქვეყანაში მიდიხართ სამოგზაუროდ.

რა ვნახოთ კაპადოკიაში?

კაპადოკიის შესახებ ბევრნაირ დახასიათებას მოისმენთ. ვიღაც ამტკიცებს, რომ ეს არის ჯადოსნური ქვეყანა, უცხო პლანეტების ლანდშაფტებით. კინომანები გეტყვიან, რომ რეჟისორმა ჯორჯ ლუკასმა აქ „ვარსკვლავური ომების“ რამდენიმე ეპიზოდი გადაიღო. ეს ისტორიული ადგილი ძალიან მომხიბვლელია მოგზაურებისთვის. გაინტერესებთ, როგორ ჩამოყალიბდა მთვარის პეიზაჟები? მილიონობით წლის წინ ვულკანებმა ამოაფრქვიეს ლავის სწრაფი მდინარეები. დროთა განმავლობაში, ვულკანური ფერფლი შედედდა და გადაიქცა რბილ ქვა-ტუფად. შემდეგ კი ბუნებამ მზის, წვიმისა და ქარის დახმარებით დაიწყო სასწაულების მოხდენა. შედეგად წარმოიქმნა გასაოცარი ველები და ხეობები, რომელთა ფორმა აოცებს ადამიანის ფანტაზიას. როგორც ჩანს, ეს თავად ფერიების ჯადოსნური ქმნილებაა. ალბათ ამიტომაც ეძახიან კაპადოკიის უცნაურ ბორცვებს "ფერიების საკვამურებს". თუ ადრე კაპადოკია იყო "ლამაზი ცხენების ქვეყანა", მაშინ დღეს ამ ტერიტორიას უსაფრთხოდ შეიძლება ეწოდოს მიწისქვეშა მეგაპოლისი.

აქაური მიწისქვეშა ქალაქების პირველი მცხოვრებლები ქრისტიანები იყვნენ, რომლებიც გაურბოდნენ დევნას, წამებას და სიკვდილით დასჯას. მათ გამოქვაბულებში მიწისქვეშა გასასვლელები გამოკვეთეს. ასე გაჩნდა მთელი ქალაქები, სადაც ზაფხულში სასიამოვნო სიგრილეა, ხოლო ზამთარში საკმაოდ თბილა. ამ მიწისქვეშა ქალაქებს 7 სართული აქვს, მაგრამ ტურისტებისთვის მხოლოდ 3 სართულია გახსნილი.

ყველა მოგზაურის მთავარი მარშრუტი არის ორი სტანდარტული ბილიკი - გორემე (მიწისქვეშა ქალაქები ქრისტიანული ეკლესიებით) და სამი ველი კოსმოსური პეიზაჟებით. თავად კაპადოკია-გორემეს ღია ცის ქვეშ მუზეუმების კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. ქრისტიანული ტაძრებით მიწისქვეშა ქალაქების დათვალიერებას დაახლოებით 3-4 საათი სჭირდება (ყველაზე ცნობილი ტაძარი კარანლიკ კილისე ბნელი ეკლესიაა). ამას გარდა, ყველაზე მთავარი, რაც უნდა ნახოთ, არის 3 ხეობა: ფერიების ხეობა, სიყვარულის ხეობა და მტრედების ხეობა.

რა ვნახოთ კონიაში?

კონია თურქეთის ქალაქია, რომელიც მდებარეობს ანატოლიაში, კერძოდ, მის ცენტრალურ ნაწილში. ასევე, ეს ქალაქი მილიონზე ცოტა მეტი მოსახლეობით არის ამავე სახელწოდების პროვინციის ცენტრი. ქალაქი ძალიან ძველია და სწორედ ამიტომ, აქ ტურისტებს არ ბეზრდებათ მოგზაურობა, რადგან ის ფაქტობრივად სავსეა ღირსშესანიშნაობებითა და საინტერესო ადგილებით.

მევლანას მონასტერი. მონასტრის დამაარსებელია მევლანა რუმი, რომელიც ცნობილია, როგორც გამოჩენილი სპარსელი პოეტი და ასევე, როგორც დერვიშთა ორდენის დამაარსებელი, სახელად "მევლევი". ეს მონასტერი მოხეტიალე პოეტების, ბერებისა და ფილოსოფოსების თავშეყრის ადგილია. მონასტრის დამაარსებლის ანდერძის თანახმად, ქალაქ კონიაში შებმა-არუზის დღესასწაული ყოველწლიურად უნდა იმართებოდეს. ადგილობრივები პატივს სცემენ ასეთ ტრადიციას და დღემდე მართავენ დღესასწაულებს, რომლებიც გრძელდება 10 დეკემბრის ჩათვლით.

ტუზის ტბა. ინტერნეტის მომხმარებლებს არაერთხელ უნახავთ წყლის სარკის ზედაპირზე მოსეირნე ადამიანების ფოტოები. ასე რომ, ეს არის სურათები ტუზის ტბიდან. რამ გამოიწვია ასეთი უცნაური ფენომენი? ყველაფერი საკმაოდ მარტივია. ტბა ძალიან მარილიანია და ზაფხულში, როდესაც ტბიდან ტენის უმეტესი ნაწილი აორთქლდება, ის საკმაოდ მცირდება ზომით, მაგრამ ტბის ზედაპირზე ნამდვილი სასწაული ხდება, რადგან იგი დაფარულია მარილის ქერქით, რომელზეც შეგიძლიათ უსაფრთხოდ იაროთ ისე, თითქოს ხმელეთზე. აქ უნიკალური კადრების გადაღება შეგიძლიათ. ამ კუნძულის მომხიბვლელი ხედებით ტკბობისას არ დაგავიწყდეთ, რომ ის დაცული ტერიტორიაა, იმის გამო, რომ აქ ძალიან იშვიათი ჯიშის ფრინველები ცხოვრობენ.

რა ვნახოთ ანკარაში?

ანკარა, როგორც თურქეთის დედაქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრი, თურქი ხალხის დამოუკიდებლობისა და თანამედროვეობის სიმბოლოა. ქალაქის სხვადასხვა კუთხეში ისტორიული ელემენტები ჰარმონიულად არის შერწყმული თანამედროვეებთან. ამიტომ აქ მოგზაურობა სრულიად უნიკალური შესაძლებლობაა ადგილობრივი კულტურისა და არქიტექტურის გაცნობისთვის. ადგილობრივების ერთ-ერთი საყვარელი ისტორიული არქიტექტურული ძეგლია მუსტაფა ქემალის მავზოლეუმი, რომელსაც იქაურები ათათურქს (თურქების მამა) უწოდებენ. ამ რეფორმატორის დიდი ღვაწლის წყალობით თურქეთმა მოკლე დროში მიაღწია დასავლური ცხოვრების დონეს. მუსტაფას მთელი საქმიანობა მიმართული იყო მხოლოდ თურქი ხალხის საკეთილდღეოდ. თურქებმა ამ პოლიტიკოსისადმი პატივისცემა გამოხატეს მის პატივსაცემად მავზოლეუმის აღმართვით, რომლის მშენებლობა დაიწყო მისი გარდაცვალებიდან ექვსი წლის შემდეგ, 1944 წელს. შვიდი წლის შემდეგ მშენებლობა დასრულდა.

შთამბეჭდავი ციტადელი ანკარის ყველაზე საინტერესო ნაწილია, რომლის ნახვაც ყველას შეუძლია. სქელი კედლების და დამაინტრიგებელი მიხვეულ-მოხვეული ქუჩების კარგად შემონახულმა მეოთხედმა დღევანდელი ფორმა მიიღო მე-9 საუკუნეში, როდესაც ბიზანტიის იმპერატორმა მიქაელ II-მ გარე გალავანი ააგო. შიდა კედლები VII საუკუნით თარიღდება.

თუ ჯერაც ვერ მოახერხეთ ამ საოცარ ქალაქებში მოგზაურობა, „პალიტრა L“ Time2travale-თან პარტნიორობით გაძლევთ უნიკალურ შანსს, იმოგზაუროთ კაპადოკიის, ანკარისა და კონიის ტურში, სადაც მეგზურობას გაგიწევთ „გურჯი ხათუნის“ ავტორი დათო ტურაშვილი და გიამბობთ საოცარ ამბებს, რომლებიც მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ.

ტურის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე: shorturl.at/bksB8

აღსანიშნავია, რომ გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ Time2travale-თან პარტნიორობით აღნიშნული ტურის საგზური გაათამაშა, რომლის გამარჯვებულიც დღეს, 25 ოქტომბერს გამოვლინდება.

#დათოტურაშვილი

#იკითხეშაფაქი

#იკითხესაუკეთესო