ავტორი:

რამზან კადიროვი უკრაინას რუსეთის ტერიტორიად აცხადებს და კავკასიელებს მიმართავს - "დღეს ჩვენ ვჭირდებით სახელმწიფოს და პრეზიდენტს"

რამზან კადიროვი უკრაინას რუსეთის ტერიტორიად აცხადებს და კავკასიელებს მიმართავს - "დღეს ჩვენ ვჭირდებით სახელმწიფოს და პრეზიდენტს"

ჩეჩენმა მეთაურებმა ტაქტიკის შეცვლა გადაწყვიტეს, ამის შესახებ "ტელეგრამარხზე" ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა.

"ჩვენმა ჩეჩენმა მეთაურებმა გადაწყვიტეს, რომ არა თავი დაიცვან, არამედ მხოლოდ შეტევაზე გადავიდნენ. გაანადგურეთ ეს შაითნები, სადაც არ უნდა იყვნენ და რაც არ უნდა კარგად დაიმალონ“, - განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა. ამავე პოსტში ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა სპეცოპერაციას ჯიჰადი უწოდა. კადიროვი ამბობს, რომ მათ სურთ რუსეთის დამცირება და გაყოფა, რწმენისა და კულტურის გაფუჭება, "ისე, რომ ჩვენ არ გვქონდეს იდენტობა და არც ერთი ოჯახური ღირებულება“.

კადიროვის თქმით, უკრაინა რუსეთის ტერიტორიაა. "ჩვენი ტერიტორია არის არა მხოლოდ ზაპოროჟიე, ხერსონი, ჩვენი ტერიტორიაა ოდესა, კიევი, ხარკოვი, ყველა რეგიონი და ზოგადად უკრაინა, ეს არის ჩვენი ტერიტორია, რუსეთის“, - თქვა მან.

რამზან კადიროვი:

"მე მიყვარს ჩემი სამშობლო, საკუთარი ქვეყანა, ხალხი, ტრადიციები და მე არ მესმის მათი, ვისაც სამშობლო უყვარს მხოლოდ სიტყვებით. მართლა, არ მესმის.

არ მესმის მათი, ვინც ვერ ხედავს, რომ მათ უნდათ ჩვენი სამშობლოს ნაწილებად გახლეჩვა, დამცირება, გათელვა და ბოლოს, ჩვენი სარწმუნოების და კულტურის ისე განადგურება, რომ არ გვქონდეს იდენტობა და არცერთი ოჯახური ღირებულება.

სიტყვა "სატანიზმს“ ვიყენებ. მართლაც, იქ, დასავლეთში, სატანიზმი ღიად მოქმედებს რუსეთის წინააღმდეგ. სატანისტური დემოკრატიაა, როცა ათეისტების უფლებები დაცულია, მაგრამ მორწმუნეები შეურაცხყოფილი არიან...

დღეს ჩვენ ვჭირდებით სახელმწიფოს და პრეზიდენტს. ამიტომ, პირველ რიგში, მივმართავ კავკასიელებს: გაიხსენეთ გროზნოში გამართული აქცია ჩვენი საყვარელი წინასწარმეტყველის წინააღმდეგ...

სიტყვას გაძლევთ, ჩვენ მათ ყოველდღიურად დავესხმებით თავს და ყოველდღიურად გავანადგურებთ... ამ შაითნებს ტყვედ არ ავიყვანთ, დავწვავთ. არსად გავჩერდებით. ჩვენი ტერიტორია არ არის მხოლოდ ზაპოროჟიე და ხერსონი. ჩვენი ტერიტორიაა ოდესა, კიევი, ხარკოვი... და საერთოდ, უკრაინა ჩვენი ტერიტორიაა, რუსული..."

ჩეჩნეთის ლიდერმა ასევე გააკრიტიკა რუსეთის მობილიზებული მოქალაქეები, რომლებიც იარაღისა და არასათანადო აღჭურვილობის გამო ჩივიან. კადიროვმა მათ ურჩია, რომ იარაღი და ფორმა მტერს წაართვან. "იმ მხარეზე ჩვენს მტრებს იარაღიც აქვთ და კარგი სამხედრო ფორმაც. მათ ყველაფერი აქვთ. მათ უნდა წავართვათ და წავართმევთ კიდეც", - აცხადებს კადიროვი.

რამზან კადიროვი მეორე დღეა, რაც სოციალურ ქსელში კრიტიკულ განცხადებებს აკეთებს. ეს მას შემდეგ, რაც ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული შეტევის დროს 40 კადიროველი დაიღუპა და ასამდე დაიჭრა.