ავტორი:

"ოკუპანტებმა ფული გადაახდევინეს, რომ შვილები, მეუღლე და მშობლები დაეკრძალა" - ლიმანში, იმპროვიზებულ სასაფლაოზე ნაპოვნი ოჯახის სიცოცხლისა და სიკვდილის ამბავი

"ოკუპანტებმა ფული გადაახდევინეს, რომ შვილები, მეუღლე და მშობლები დაეკრძალა" - ლიმანში, იმპროვიზებულ სასაფლაოზე ნაპოვნი ოჯახის სიცოცხლისა და სიკვდილის ამბავი

დონეცკის რეგიონში, დეოკუპირებულ ლიმანში, მასობრივ სასაფლაოზე სამართალდამცავებმა 35 სამხედრო მოსამსახურის და 152 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს იდენტიფიკაციის პროცესი, რის შედეგადაც ნეშტები გარდაცვლილების ახლობლებს გადაეცემათ.

27 წლის კრისტინა სკობელსკამ საფლავებს შორის დაკრძალული ახლობლები აღმოაჩინა. ორ მათგანზე ჯვარზე იყო წარწერები - კისილ ოლენა და კისილ ლუდმილა, ჯვრებზე მიმაგრებული იყო თოჯინები. გარდაცვლილები კრისტინას დეიდაშვილის ორი წლისა და ერთი წლის შვილები იყვნენ.

გოგონების მამამ, ევგენი კისილმა მოახერხა დეიდაშვილისთვის მოეყოლა საკუთარი ოჯახის საშინელი სიკვდილის ამბავი. სექტემბერში მამაკაციც დაიღუპა - ადგილობრივ ტყეში ნაღმმა იმსხვერპლა.

რაც შეეხება თავად 27 წლის კრისტინას - მან დაკარგა თითქმის ყველა ნათესავი ლიმანში: 53 წლის დეიდა, 55 წლის ბიძა, 32 წლის დეიდაშვილი, მისი გოგონები ოლენა და ლუდმილა, 34 წლის რძალი ვიქტორია და მისი შვილები პირველი ქორწინებიდან: 14 წლის კატერინა და 9 წლის ალექსანდრე...

როდესაც კრისტინა სკობელსკა ბავშვი იყო, დედა ხშირად გზავნიდა ზაფხულის არდადეგებზე დეიდა ოლენასთან დობროვილიაში.

"ამ ოჯახზე ყველაზე თბილი და ბედნიერი მოგონებები მაქვს", - ამბობს გოგონა და ძალით იღიმის.

კრისტინას დეიდაშვილი ევგენი კისილი, რომელსაც ეს უმძიმესი ტრაგედია შეეხო, ორჯერ იყო დაქორწინებული. მას ქალიშვილი დიანა პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. ევგენის სოციალურ ქსელებში გოგონასთან ერთად უამრავი ფოტო და ვიდეო აქვს. უყვარდა და ამაყობდა მისით. და როდესაც დიანა დაიბადა, მან ტატუ გაიკეთა: „ქალიშვილის ღიმილი თითოეულ თქვენგანზე ძვირია“.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კრისტინა სკობელსკა და მისი ოჯახი, კისილების მსგავსად, ლიმანში ცხოვრობდნენ. 24 თებერვლის შემდეგ ქალაქში დაახლოებით ერთი თვე შედარებით სიმშვიდე იყო. ხალხი სამუშაოდ დადიოდა, ცხოვრობდა მეტ-ნაკლებად ჩვეულებრივი ცხოვრებით. თუმცა, აპრილში, ლიმანში სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. დაკეტილი იყო მაღაზიები და აფთიაქები. გაზი, ელექტროენერგია და წყალმომარაგება აღარ მიეწოდებოდათ. ქალაქი მუდმივი დაბომბვის ქვეშ იყო. 8 აპრილს კრისტინამ, მისმა მეუღლემ და ორმა ვაჟმა გადაწყვიტეს ქალაქი დაეტოვებინათ და ჟიტომირის რეგიონში გადავიდნენ. სამი დღის შემდეგ ოჯახს შეუერთდა კრისტინას დედა ინა.

"დეიდა ოლენა და მისი ოჯახი ლიმანში დარჩნენ. ვერ დავარწმუნეთ, რომ ისინიც წასულიყვნენ... ჩემმა დეიდაშვილმა ევგენიმ ახლახან იყიდა სახლი, რემონტს აკეთებდნენ და ძალიან ღელავდნენ თავიანთი შრომით ნაშოვნ ქონებაზე, ამიტომ უარი თქვეს წასვლაზე. და როცა საბოლოოდ დათანხმდნენ ევაკუაციაზე, უკვე გვიანი იყო: მხოლოდ მათ შეეძლოთ გასვლა, ვისაც საკუთარი მანქანები ჰყავდათ“, - იხსენებს ტკივილით ქალი.

ანატოლი და კრისტინას დეიდა ოლენა შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ზელიონი კლინის რაიონში გადავიდნენ. საჭმელს კოცონზე ამზადებდნენ. აბაზანა შეშით თბებოდა, რისი წყალობითაც თბილი წყლით დაბანის საშუალება ჰქონდათ. მათ ასევე უთხრეს ახლობლებს, რომ გადამზიდველები უარს ამბობენ ლიმანში შესვლაზე, ამიტომ ქალაქში დარჩებიან და შეიარაღებული ძალების მოსვლას დაელოდებიან.

"დაბომბვის გამო ღამე ბავშვებთან ერთად გაათიეს ეზოს სარდაფში. ჟენიამ იქ ოთახი მოაწყო, ჩუსტები და საწოლები გადაიტანეს. ოლენკას პატარა დისშვილს ხველა დაეწყო. ახლობლები კი წუხდნენ, რომ არაფერი ექნებოდათ მის მოსავლელად, ეკლესიაში წავიდნენ წყლის მოსატანად, ერთხელ, როცა კონტეინერებს ავსებდნენ, მეზობლის სახლს რაკეტა მოხვდა, ამის შემდეგ სარდაფიდან იშვიათად გამოდიოდნენ.

მაისის ბოლოს ლიმანში მდგომარეობა სულ უფრო გართულდა, გრძელდებოდა დაბომბვა...

24 მაისს, მორიგი დაბომბვისას ორი რუსული რაკეტა შევარდა სარდაფში, სადაც კისილები იმლებოდნენ. მეზობლები ცეცხლის ჩაქრობას წყლის ვედროებით ცდილობდნენ, ირგვლივ ყველაფერი ფეთქდებოდა, მტრის თვითმფრინავები ცაზე ტრიალებდნენ. იწვოდა მეზობელი სახლები.

"ევგენიმ პირველმა იპოვა დედა, სარდაფის კიბეზე... უფრო სწორედ, რაც დარჩა მისგან. ბიჭმა ვედროში შეაგროვა დედის სხეულის ნაწილები,“ - ტირის კრისტინა და ჩუმდება.

შემდეგ კაცმა ვიქტორიას (მეუღლის) გვამი იპოვა, რომელსაც ფეხი არ ჰქონდა და მუცელზე იყო გაწყვეტილი. ნანგრევებიდან პატარა ელენესა და ლუდას (შვილების) თავები ფრაგმენტებად ამოიღეს. ევგენმა უკანასკნელად მამა იპოვა. სარდაფში სხივი დაეცა ანატოლის გვამს, რომლის სხეულიც უთავო იყო.

მამაკაცმა მიცვალებულები სარდაფიდან მეზობლების დახმარებით ამოიყვანა და გვიან საღამომდე ეზოში ორმო ამოთხარეს, რომ დაეკრძალათ.

მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ევგენი კისილი კრისტინა სკობელსკას მაისის ბოლოს დაუკავშირდა:

"ცხოვრებას აზრი აღარ აქვს, ჯობია თავი ჩამოვიხრჩო" - უთხრა მან დეიდაშვილს.

მაისის ბოლოს რუსებმა ლიმანი დაიკავეს. ნათესავების გარდაცვალების შემდეგ ევგენი მეგობრებთან ერთად ცხოვრობდა, შემდეგ სიდედრთან წავიდა ზარიჩნეში. მოგვიანებით გადაწყვიტა ოჯახის წევრები ხელახლა დაეკრძალა, რისთვისაც ოკუპანტების ნებართვა იყო საჭირო.

"5000 გრივნა გადაახდევინეს და უთხრეს, რომ ნათესავები იმპროვიზებულ სასაფლაოზე დაემარხა. ევგენიმ ჯვრები გაუკეთა ბავშვების საფლავებს და იქ თოჯინებიც დაამაგრა" - ამბობს კრისტინა.

ევგენ კისილმა ნათესავების დაკარგვიდან ოთხ თვეზე ნაკლები იცოცხლა. იმისათვის, რომ როგორმე გადარჩენილიყო და ზამთრისთვის ფული შეეგროვებინა, მან და მისმა მეჯვარემ, მიკოლა მამჩენკომ, გასაყიდად ლიმანის ტყეში შეშის მოგროვება გადაწყვიტეს. 8 სექტემბერს ტყეში წავიდნენ, ნაღმზე აფეთქდა და ადგილზე დაიღუპა.

კრისტინა ამბობს, რომ არ იცის, სად არის ევგენის საფლავი, საერთოდ დაკრძალულია თუ არა ის.

"ჩვენ დავურეკეთ ადგილობრივ პოლიციის განყოფილებას. გვითხრეს, რომ დნმ ჩავაბაროთ და ეცდებიან მისი გვამის პოვნას. უნდა დაველოდოთ ექსგუმაციას, იდენტიფიცირებას და შემდეგ ჰუმანურად დაკრძალოთ ის", - ამბობს ქალი.

წყარო