ავტორი:

უკრაინელებმა, ორ საათში, 20-მდე "კამიკაძე-დრონი“ გაანადგურეს

უკრაინელებმა, ორ საათში, 20-მდე "კამიკაძე-დრონი“ გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა, ორ საათში, რუსების მიერ გაშვებული ირანული წარმოების 17 “კამიკაძე-დრონი” ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინაზე თავდასხმას ირანული წარმოების "კამიკაძე-დრონებით“. 26 ოქტომბრის 22:00 საათიდან 24:00 საათამდე, 2 ათეულზე მეტი Shahed-136-ი გაისროლეს. საჰაერო თავდაცვის ძალებმა საჰაერო თავდაცვის საშუალებებითა და ძალებით 17 დრონი გაანადგურეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, კიდევ ორი Shahed-136-ი უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა ნაწილებმა გაანადგურა.

"დასავლელი პარტნიორების მიერ უკრაინისთვის მიწოდებულმა იარაღმა საბრძოლო მუშაობის მაღალი ეფექტურობა აჩვენა. მადლობა მოკავშირეებს! გარდა ამისა, "აღმოსავლეთის“ საჰაერო სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში, საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფმა მართვადი რაკეტა Х-59 გაანადგურა“, - აცხადებენ სარდლობაში.