ავტორი:

რუსულმა ძალებმა კიევზე რამდენიმე საჰაერო იერიში მიიტანეს

რუსულმა ძალებმა კიევზე რამდენიმე საჰაერო იერიში მიიტანეს

რუსულმა ძალებმა დღეს დილით კიევის ოლქზე რამდენიმე საჰაერო იერიში მიიტანეს, - ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსი კულებამ განაცხადა.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად ერთ-ერთ თემში ხანძარი გაჩნდა, თუმცა შესაბამისმა სამსახურებმა მისი ჩაქრობა მოახერხეს.

ამასთან, საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის რამდენიმე ობიექტი ჩამოაგდეს.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.