ავტორი:

არეულობა ირანში: 40 დღე 22 წლის მაჰსა ამინის პოლიციის განყოფილებაში გარდაცვალებიდან და კვლავ პროტესტი - დემონსტრანტების წინააღმდეგ საბრძოლო ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

არეულობა ირანში:  40 დღე 22 წლის მაჰსა ამინის პოლიციის განყოფილებაში გარდაცვალებიდან და კვლავ პროტესტი - დემონსტრანტების წინააღმდეგ საბრძოლო ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

ირანის ქალაქ საყეზში უშიშროების თანამშრომლებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, დემონსტრანტები მაჰსა ამინის დაკრძალვის ადგილთან შეიკრიბნენ, რათა პოლიციის განყოფილებაში მისი გარდაცვალებიდან გასული 40 დღე აღენიშნათ.

ქურთების ერთ-ერთი უფლებადამცველი ჯგუფის ინფორმაციით, უშიშროების თანამშრომლებმა საყეზის ზინდანის მოედანზე საბრძოლო ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ახალი ამბების ნახევრად ოფიციალური სააგენტო “ისნას” ცნობით, შეტაკება ქალაქის გარეუბანში დაფიქსირდა.

BBC-ის ინფორმაციით, აიჩის სასაფლაოზე ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა, რომლებიც ისეთ სლოგანებს ყვიროდნენ, როგორებიცაა “ქალი, ცხოვრება, თავისუფლება” და “სიკვდილი დიქტატორს”

ირანში 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მთელ მსოფლიოში უდიდესი რეზონანსი მოჰყვა. ამის გამო ირანში საპროტესტო აქციების ტალღა აგორდა. ამინი ირანის ე.წ. მორალის პოლიციამ ა.წ. სექტემბერში, ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო დააკავა.

წესების მიხედვით, ქალებს მჭიდროდ უნდა ეკეთოთ თავსაფარი და თმას მთლიანად უფარავდეთ, ახალგაზრდა ქალი კი ამ წესს არ იცავდა. ამინის დაკავებიდან მალევე გაირკვა, რომ ის მალევე ჩავარდა კომაში, ამის მიზეზი კი პოლიციის მხრიდან მასზე ძალადობა გახდა.

მედიის ცნობით, გოგონა ჯერ ხელკეტით სცემეს, შემდეგ კი ერთ-ერთ ავტომანქანაზე მიარტყმევინეს თავი. თავად პოლიცია ქალზე ძალადობის ფაქტს დღემდე უარყოფს და ამტკიცებს, რომ მას "უეცარი გულის შეტევა“ ჰქონდა. ამინის ოჯახის წევრების თქმით, გოგონა სრულიად ჯანმრთელი იყო და არაფერი აწუხებდა.

იხილეთ ასევე: