ავტორი:

"2 პატარა ბავშვი დარჩა... ამბობენ, - "ზაოდობაზე" იყვნენ სადღაც, იქ ძმებს შორის მოხდა კონფლიქტი, იმათ აშველებდა და ამ დროს დაიღუპაო" - სიღნაღში მომხდარი მკვლელობის დეტალები

"2 პატარა ბავშვი დარჩა... ამბობენ, - "ზაოდობაზე" იყვნენ სადღაც, იქ ძმებს შორის მოხდა კონფლიქტი, იმათ აშველებდა და ამ დროს დაიღუპაო" - სიღნაღში მომხდარი მკვლელობის დეტალები

მკვლელობა მოხდა კახეთში, სადაც ძმამ და სასიკვდილოდ დააზიანა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაული სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების - ტიბაანისა და ჯუგაანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, გვიან ღამით მოხდა.

მომხდარზე განცხადება გაავრცელა შსს -მ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ზ.ა. დააკავეს. მას ბრალად ედება ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მამაკაცმა სიღნაღში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის დას - 1988 წელს დაბადებულ მ.ა.-ს ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ზ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

დანაშაულის ადგილი

მოკლული ქალი 34 წლის მერი ალადაშვილია. დაკავებულია მისი ნახევარ ძმა ზურა ალადაშვილი. ქალი ქმარს იყო გაშორებული და მამასთან და შვილებთან ერთად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში ცხოვრობდა.

"2 პატარა ბავშვი დარჩა, საუკეთესო დედა იყო, ბავშვებზე გადაყოლილი. რა მოხდა ზუსტად, არ ვიცი. ამბობენ, - "ზაოდობაზე" იყვნენ სადღაც და იქ ძმებს შორის მოხდა კონფლიქტი, იმათ აშველებდა და ამ დროს დაიღუპაო. სხვა არაფერი ვიცი", - ამბობს ადგილობრივი ქალბატობი ambebi.ge - სთან.

ადგილობრივების ინფორმაციითვე, დაპირისპირება ავტომობილშიც გაგრძელდა. მათი თქმითაც, მოკლული ქალი ძმებს აშველებდა, რის შემდგომ, სავარაუდოდ, ის დაკავებულმა მანქანიდან გადააგდო.

"გადმოაგდეს მანქანიდანო... მოკვდა, აღარ არის, 2 პატარა შვილი დარჩა. თავი აქვს გახეთქილიო, ეტყობა რომ გადმოვარდა, ასფალტს დაარტყა თავი," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.