ავტორი:

"დამირეკა, ტიროდა და ამბობდა, და აღარ მყავს, მერი აღარ გვყავსო" - რას ჰყვება სიღნაღში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის დედა?

"დამირეკა, ტიროდა და ამბობდა, და აღარ მყავს, მერი აღარ გვყავსო" - რას ჰყვება სიღნაღში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის დედა?

მკვლელობა მოხდა კახეთში, სადაც ძმამ და სასიკვდილოდ დააზიანა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაული სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების - ტიბაანისა და ჯუგაანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, გვიან ღამით მოხდა.

მოკლული ქალი 34 წლის მერი ალადაშვილია. დაკავებულია მისი ნახევარ ძმა ზურა ალადაშვილი. ქალი ქმარს იყო გაშორებული და მამასთან და შვილებთან ერთად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში ცხოვრობდა.

  • დაპირისპირება ავტომობილშიც გაგრძელდა. მათი თქმით, მოკლული ქალი ძმებს აშველებდა, რის შემდგომ, სავარაუდოდ, ის დაკავებულმა მანქანიდან გადააგდო.

დაკავებული ზურა ალადაშვილის დედა ჰყვება, რომ მომხდარის შემდეგ შვილმა მას დაურეკა და დის სიკვდილი შეატყობინა.

"ჩემს ბიჭებს, ორივეს თურმე იმდენი არაყი ჰქონიათ დალეული, რომ ერთმანეთის არ ესმოდათ. განა ჩხუბობდნენ, უბრალოდ ის სხვას ამბობდა, ეს სხვას, კამათობდნენ ერთმანეთში. მომხდარის დეტალები ზუსტად არ ვიცი.

ვიცი, რომ არაყი უნდა გამოეხადათ და იქ იყვნენ. ხშირად ვურეკავდი, ჰა არ მოდიხართთქო? მოვდივართო, დამირეკა, უკვე გვიანი იყო. გამაფრთხილა, რომ ერთ-ერთ ბიჭს აქ, ჩვენთან სახლში არყები მოჰქონდა და უნდა დავხვედროდი. ვიწექი და სანამ ამ ბიჭის დასახვედრად ავდექი, მეორე ზარი მომაყოლა, ტიროდა, და აღარ მყავსო, მერი აღარ გვყავსო... ვრეკავდი რა მოხდათქო და არ ვიციო, რა მოხდაო, მეუბნეოდა" - ჰყვება დაკავებულის დედა.

მომხდარზე განცხადება გაავრცელა შსს -მ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ზ.ა. დააკავეს. მას ბრალად ედება ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მამაკაცმა სიღნაღში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის დას - 1988 წელს დაბადებულ მ.ა.-ს ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ზ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ნახეთ ასევე: