ავტორი:

"დონეცკის ოლქში ნავთობის საცავი იწვის" - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია?

"დონეცკის ოლქში ნავთობის საცავი იწვის" - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია?

უკრაინაში, დონეცკის ოლქის, ქალაქ შახტარსკში ნავთობის საცავი იწვის. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელწმიფო მედია “რია ნოვოსტი” საოკუპაციო ე.წ. ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მასშტაბური ხანძარი 27 ოქტომბერს დილით გაჩნდა.

საოკუპაციო ე.წ. ხელისუფლების თანახმად, დაბომბვის შედეგად სარკინიგზო სადგურის ტერიტორიაზე ცეცხლი ოთხ საცავს გაუჩნდა, რომელშიც საწვავის საერთო მოცულობა 60 ტონაა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია სამოქალაქო პირებს შორის ოთხ დაზარალებულზე, რომელთაც უკვე უწევენ სამედიცინო მომსახურებას.