ავტორი:

რუსთავში ავტომობილი დედასა და 2 მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა

რუსთავში ავტომობილი დედასა და 2 მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა

რუსთავში დედასა და 2 მცირეწლოვან ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. მათი ცნობით, ოპელის მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელსაც ხელში 7 თვის ჩვილი ეჭირა, ასევე ახლდა 7 წლის ბავშვი.

დედაც და ბავშვებიც კლინიკაში არიან გადაყვანილი. მათ მოტეხილობები და დაბეჟილობები აღენიშნებათ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.