ავტორი:

"კვარა" სტადიონზე ბრუნდება - დღეს ხვიჩას "ნაპოლი" "სასუოლოს" დაუხვდება

"კვარა" სტადიონზე ბრუნდება - დღეს ხვიჩას "ნაპოლი" "სასუოლოს" დაუხვდება

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე დაისვენა და იტალიის ჩემპიონატის მე-12 ტურისთვის ისე ემზადება. "კვარა" ფეხბურთით ცოცხლობს და ამ მოკლე დროში თამაში, დრიბლინგი და გატანა უკვე მონატრებული ექნება. "ნაპოლი" სერია "ა"-ს მორიგ უქმეებს გახსნის და "სტადიო მარადონაზე" ლიდერის რანგში დღეს, 29 ოქტომბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე, "სასუოლოს" დაუხვდება.

რა შეიძლება ვთქვათ ამ დაპირისპირებაზე? ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს 30 აპრილს, ამავე არენაზე შეხვდნენ და ლუჩანო სპალეტის გუნდმა მოწინააღმდეგისგან ქვა-ქვაზე არ დატოვა (6:1). დღევანდელი შემადგენლობით გოლები ოსიმენის, ლოსანოსა და რაჰმანის ანგარიშზე იყო, თუმცა ერთი წლით ადრინდელი ნეაპოლური შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით (2:0) დასრულდა.

"სასუოლო" სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა და ე.წ. მეორე ეშელონის გუნდებს შორის ერთ-ერთი ყველაზე უხერხულია. მაგალითად, მიმდინარე სეზონში ისინი "მილანმა" ვერ დაამარცხა (0:0).

ვინ ითამაშებს კვარაცხელიას წინააღმდეგ? - ეს ამბავი ქართველ გულშემატკივრებს გამსაკუთრებით აინტერესებთ. "სასუოლოს" მარჯვენა მცველი 28 წლის გერმანელი ჯერემი ტოლჯანია, რომელსაც გამოცდილება არ დაეწუნება. ალესიო დიონისის გუნდში, ზოგადად, საინტერესო ფეხბურთელები არიან. ერთ-ერთი ასეთი ახლა შეხვედრას გამოტოვებს - იტალიის ნაკრების ფორვარდი დომენიკო ბერარდი. ნეაპოლელებს კი ტრავმის შემდეგ მნიშვნელოვანი მოთამაშე, ზამბო ანგისა უბრუნდება...წაიკითხეთ სრულად sportall.ge-ზე