ავტორი:

"მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, მომხდარი არ მახსოვს" - რა თქვა დის მკვლელობაში ბრალდებულმა, რომელსაც პატიმრობა შეეფარდა

"მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, მომხდარი არ მახსოვს" - რა თქვა დის მკვლელობაში ბრალდებულმა, რომელსაც პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მომხდარ დანაშაულში, საკუთარი დის მკვლელობაში ბრალდებულ ზურა ალადაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ, თელავის რაიონულ სასამართლოს მოსამართლემ მარიკა ცერცვაძე გამოაცხადა.

ადვოკატები ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ან მისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ. სახელმწიფო ბრალდებამ კი პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. მოთხოვნა საგამოძიებო უწყებამ მიმალვის, მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხით დაასაბუთა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

რაც შეეხება ბრალდებულს, პროცესზე მან განმარტა, რომ მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, მომხდარი არ ახსოვს.

ცნობისთვის, ზურა ალადაშვილმა საკუთარი და სასიკვდილოდ დააზიანა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაული სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების - ტიბაანისა და ჯუგაანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, გვიან ღამით მოხდა.

მოკლული ქალი 34 წლის მერი ალადაშვილია. როგორც ცნობილია, მოკლული ქალი ძმებს აშველებდა, რა დროსაც სავარაუდოდ, ის ბრალდებულმა მანქანიდან გადააგდო.

ნახეთ ასევე: